დაემშვიდობეთ ნაოჭებს და გაასუფთავეთ სახის კანი ამ მძლავრი ნაზავით!

შესანიშნავი ნიღაბი საოცარი შედეგებით!

ამ საშუალების გამოყენებით, სახის დაბანის შემდეგ, დაივიწყებთ აკნეს, ნაოჭებს და მოდუნებულ კანს! საცხობი სოდასა და ქოქოსის ზეთს უამრავი სარგებელი აქვს და შეუძლია კანისთვის სასწაულების მოხდენა!

თუ აკნეს პრობლემა გაქვთ, მაშინ ეს პროდუქტი ნამდვილად თქვენთვისაა. ეს საშუალება ასევე ეფექტურია ნაოჭების მოსაშორებლად! ის აახალგაზრდავებს კანს სახის ყველა ფორის გაწმენდით! პროდუქტს აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული თვისებები და შესანიშნავია კანის გასაწმენდად. ასევე, ქოქოსის ზეთი მოქმედებს როგორც შესანიშნავი სახის ლოსიონი. ის მიანიჭებს თქვენს კანს ელასტიურობას და სირბილეს.

სამკურნალო საშუალება შედგება 2 სუპერ ძლიერი ინგრედიენტისგან: საცხობი სოდა და ქოქოსის ზეთი.

მათი ნაზავი განსაკუთრებით კარგია თქვენი კანისთვის! საცხობი სოდა არის ნატრიუმის ბიკარბონატი, ბუნებრივად წარმოქმნილი კრისტალური ნივთიერება, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება თხელი ფხვნილის სახით.

ამ ტუტე ნივთიერებას აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. საცხობი სოდა ისეთივე ეფექტურია ყველაფრისთვის, გაციებიდან დაწყებული სტომატოლოგიური და კანის პრობლემებით დამთავრებული. საცხობი სოდა ებრძვის შავ წერტილებს და ნაოჭებს, ათეთრებს კბილებზე გაყვითლებუს ემალს, სახის კანს სძენს ბრწყინვალებას და ასევე, ხსნის მზის დამწვრობას!

მეორეს მხრივ, ქოქოსის ზეთს ასევე აქვს უამრავი სარგებელი თქვენი კანისთვის! ქოქოსის ზეთს შეუძლია კარგად დაატენიანოს მშრალი კანი! ის შესანიშნავი შემცვლელია რთულად ჩამოსაბანი მაკიაჟის მოშორებაში. ქოქოსის ზეთი ბუნებრივი ანტიმიკრობული საშუალებაა.

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ საცხობი სოდა
  • 2 ჩ.კ ქოქოსის ზეთი

Face pack with baking soda e1660804177890

მომზადება:

  1. პატარა თასში აურიეთ ინგრედიენტები პასტის მისაღებად.
  2. წაისვით პასტა კანზე და ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით.
  3. შემდეგ, დაიტოვეთ სახის კანზე 5 წუთის განმავლობაში.
  4. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, გაიკეთეთ მასაჟი ჩამობანის დროს.
  5. ვინაიდან ქოქოსის ზეთი ღრმად ატენიანებს კანს, თქვენ არ გჭირდებათ დამატენიანებელი კრემის წასმა თუ თქვენი სურვილი არ იქნება.
Facebook კომენტარები