რამდენიმე რჩევა თუ როგორ გამოვიყენოთ ხახვის წვენი თმის გასაძლიერებლად და სწრაფი ზრდისთვის!
სასარგებლო რჩევები და რეცეპტები!
გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ხახვი თმის მოვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ის ეხმარება დაზიანებულ თმას, გაყოფილი ბოლოების მკურნალობაში და ებრძვის თმის ცვენას.
ხახვი მდიდარია გოგირდით, რომელიც კვებავს თმის ფესვებს და ამით ასტიმულირებს მის ზრდას.
ამ სტატიაში ჩვენ მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, თუ როგორ გამოიყენოთ ხახვი და გააუმჯობესოთ თქვენი თმის ხარისხი!
- ხახვის წვენი თმის ზრდისთვის
ხახვის წვენი შეურიეთ წყალს (1:2). დაასველეთ თმა და წაისვით ეს ნარევი. მიღებული ნაზავის მეტი ნაწილი წაუსვით ფესვებს. გაიჩერეთ 25-30 წუთის განმავლობაში. უმჯობესია შეიფუთოთ თმა პირსახოცით, რათა თმის ფოლიკულებმა ადვილად აითვისონ წვენი. - ხახვი და ქოქოსის ზეთი
ხახვის წვენისა და ზეთის კომბინაცია აჩქარებს თმის ზრდას და კვებავს მას, რითაც აუმჯობესებს მის ხარისხს. შეურიეთ ხახვის წვენი და ქოქოსის ზეთი, შეიზილეთ სკალპი და თმა. შეიხვიეთ თმა პირსახოცში და დატოვეთ ნარევი ნახევარი საათის განმავლობაში. - ხახვი და ლუდი
ხახვი დაჭერით (შეგიძლიათ ხახვის წვენიც გამოიყენოთ) და მოათავსეთ ლუდში ნახევარი საათის განმავლობაში. ის საოცრად მუშაობს, როდესაც საქმე თმის ზრდას ეხება. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ეს ხელნაკეთი ნიღაბი კვირაში ორჯერ. - ხახვი და თაფლი
ეს ნარევი ცნობილია, როგორც თმის ზრდის ყველაზე ეფექტური ხელნაკეთი საშუალება. ხახვი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ მცირე რაოდენობით თაფლი, დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი. წაისვით ნიღაბი თმაზე და გაიჩერეთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ კი კარგად ჩამოიბანეთ. - ხახვი და რომი
ხახვი დაალბეთ ერთ ჭიქა რომში და დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დილით გამოიყენეთ სითხე სკალპის და თმის მასაჟისთვის. ეს გააუმჯობესებს თმის ხარისხს და დააჩქარებს მის ზრდას. - ხახვი და ლიმონი
ეს კომბინაცია ყველაზე შესაფერისი საშუალებაა ქერტლის სამკურნალოდ და ასევე ხელს შეუწყობს თმის ზრდას. ლიმონის წვენი ცნობილია თმის ცვენის თავიდან ასაცილებლად. - ხახვი და მაწონი
ხახვი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი მაწონი. წაისვით ნიღაბი მასაჟის მოძრაობებით სკალპზე და შემდეგ თმაზე. გაიჩერეთ 45 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით.