წარბების გასქელებისთვის, გაძლიერებისთვის და სიჯანსაღისთვის სცადეთ ეს ბუნებრივი საშუალებები!

ბუნებრივი საშუალებები სქელი წარბებისთვის.

აბუსალათინის ზეთი
აბუსალათინის ზეთი ძალიან გავრცელებული და ეფექტური საშუალებაა წარბებისთვის მოვლისათვის. ის შეიცავს პროტეინს, ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობენ თმის ზრდას ფოლიკულების კვების გზით. ის ასევე ეწინააღმდეგება ნებისმიერ მიკროორგანიზმებს, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს.

მაგალითად, აიღეთ ბამბის ტამპონი და ჩაასველეთ აბუსალათინის ზეთში, შემდეგ წაისვით წარბებზე, ნაზად შეიზილეთ 1-2 წუთის განმავლობაში. გააჩერეთ მინიმუმ 30 წუთი და თუ შესაძლებელია მთელი ღამითაც, შედეგი უფრო ეფექტური იქნება. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ აბუსალათინის ზეთის გამოყენებისას გაწუხებთ ქავილი ან წვა, მისი მოხმარება მკაცრად აკრძალულია.

ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი შეიცავს სხვადასხვა ცილებს, ასევე საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ვიტამინი E და რკინა, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანსაღი და სქელი წარბების ზრდას. მისი გამოყენება წარბებს უფრო მუქს გახდის. დაიტანეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი თქვენს ხელებზე და შეიზილეთ წარბები სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად. დატოვე ღამით და მეორე დილით ჩამოიბანეთ. წაისვით ყოველდღიურად 2-3 თვის განმავლობაში.

ალოე ვერა
ალოე ვერას წვენი ასტიმულირებს თმის ზრდას და ბზინვარებას მატებს წარბებს. ცნობილია, რომ ალოე ვერა კვებავს თმის ფოლიკულებს და ასტიმულირებს თმის ზრდას. ის ასევე აღადგენს და კვებავს დაზიანებულ წარბებს.

ხახვის წვენი
ხახვის წვენი მდიდარია გოგირდით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს თმის ზრდას. ის ასევე აძლიერებს თმის ფოლიკულებს. წაისვით ხახვის წვენი წარბებზე, დახუჭეთ თვალები და შეიზილეთ თითის წვერებით, გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. ამის გაკეთება ყოველდღიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში თვალსაჩინო შედეგის მიგაღებინებთ.

ოხრახუშის თესლი
ის მდიდარია ცილებით, ასევე ნიკოტინის მჟავით და ლეციტინით, რომლებიც ხელს უწყობენ თმის ზრდას. 1 ჩაის კოვზი ოხრახუშის თესლი ჩატოვეთ წყალში წყალში 5 საათის განმავლობაში. შემდეგ დაჭყლიტეთ თესლი სქელ და დაამატეთ ცოტა ქოქოსის ზეთი. წაისვით წარბებზე, გაიჩერეთ ცოტა ხნით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები