მუხლების, ძვლებისა და სახსრების მკურნალობა ერთი რეცეპტით! 

დროთა განმავლობაში ჩვენი სახსრები ნაკლებად მოქნილი ხდება და ხშირად გვაწუხებს ტკივილი და დისკომფორტი.

სახსრების ანთება თუ მხოლოდ ხანდაზმულთა დაავადება გგონიათ, ცდებით – ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, ბავშვსაც კი.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სახსრების ტკივილი სხვადასხვა ფაქტორების შედეგია,  როგორიცაა დაბერება, ტრავმა, ცუდი ჯდომის მანერა და სხვა. მიზეზები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად ართრიტის სახეობები. ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები. ეს პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში.

არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც შესანიშნავი წამალია მუხლის ტკივილისთვის.

Poster 2021 03 16 11 26 25

აი როგორ მოვამზადოთ იგი – დაგჭირდებათ:

  • 2 ს.კ საკვები ჟელატინი (40 გ)
  • 50 გრ. გოგრის თესლი
  • 3 ს.კ ქიშმიში
  • 7 ს.კ სელის თესლი
  • 220 გრ. თაფლი
  • 5 ს.კ სეზამის თესლი

მომზადების მეთოდი:

საკმარისია ყველა ინგრედიენტი ბლენდერში აურიოთ. შემდეგ გადაიტანეთ მიღებული ნარევი შუშის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში.

მიღება / გამოყენების წესი:

ნარევი უნდა მიიღოთ 1 სუფრის კოვზი დღეში ორჯერ, დილით, უზმოზე და ვახშმის წინ.

ეს სიროფი დაგეხმარებათ მეტაბოლიზმის გაძლიერებაში და სახსრებისა და ძვლების გაძლიერებაში. ძალიან მოკლე დროში თქვენ შენიშნავთ გაუმჯობესებას.

როგორ ავარიდოთ თავი სახსრების ტკივილს?

სახსრის ტკივილების დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები, როგორიცაა ხტომა, სირბილი,  ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით უსწორმასწორო ზედაპირზე. გარდა ამისა, უნდა ვერიდოთ სიმძიმეების გადატანას და აწევას.

Facebook კომენტარები