როგორ დავუბრუნოთ ხელის კანს ახალგაზრდობა? მართლაც მარტივი რეცეპტებია, თან ძალიან ეფექტური!

ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ხელებს სხვადასხვა საქმიანობისთვის და სწორე ამის გამო აისახება ასაკი მათზე უპირველეს ყოვლისა.

რატომ არის ასე? რადგან ხელების კანი ძალიან თხელი და მგრძნობიარეა. საბედნიეროდ, მცირე ძალისხმევით შეგიძლიათ ხელების კანისათვის ახალგაზრდობის დაბრუნება.

ხელების კანს აქვს ძალიან მცირე ცხიმოვანი შრე და, შესაბამისად, კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოები იწყებენ დაშლას, ამიტომ დაბერების ეფექტი უფრო შესამჩნევი ხდება.

SGPhoto 2022 08 01 10 15 22 696x385 2

მუდმივმა რეცხვამ და სხვადასხვა ქიმიკატების ზემოქმედებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს კანზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის საჭიროებს დამატებით მოვლას.

  • ექსპერტები ამბობენ, რომ კვერცხის ცილა ელასტიურობის აღდგენას უწყობს ხელს. ეს ძალიან მარტივია – აიღეთ კვერცხის ცილა და შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს. შემდეგ წაისვით ხელებზე ეს ნარევი და გაიშრეთ. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და წაისვით ქოქოსის ზეთი ხელებზე. შედეგს მაშინვე შეამჩნევთ.
  • კარტოფილს შეუძლია ხელები ისევ გლუვი გახადოს. მოხარშეთ რამდენიმე საშუალო ზომის კარტოფილი და ჩანგლით დაჭყლიტეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, თაფლი და რძე და შედგით მაცივარში. წაისვით ნარევი კვირაში 2-3-ჯერ და გააჩერეთ ხელებზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.
  • ვარდის ზეთი დაგეხმარებათ ხელების ელასტიურობისა და ახალგაზრდობის აღდგენაში და ეს ზეთი ასევე ძალიან მკვებავია. შეიზილეთ ხელები ამ ზეთით ყოველდღე და არ ჩამოიბანოთ.
  • გამოწურეთ ლიმონის წვენი და შეურიეთ იმავე რაოდენობის შაქარს და შეიზილეთ ეს ნარევი ხელებზე მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებლად. ჩამოიბანეთ ხელები თბილი წყლით და ბოლოს ცივით.
  • ნუშის ზეთი წაისვით ხელებზე და შემდეგ გააჩერეთ ცივ წყალში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში,  შემდეგ კი წაისვით მკვებავი კრემი. ჩაიცვით ხელებზე ბამბის ხელთათმანები და დატოვეთ მთელი ღამე. დილით ხელები მთლიანად დატენიანებუი იქნება.
  • ძალიან კარგია ხელებზე მცირე რაოდენობით ვაზელინის წასმა, მასაჟის გაკეთება და ბამბის ხელთათმანების ჩაცმა და მთელი ღამით დატოვება.

მოერიდეთ ძალიან ცხელი წყლის გამოყენებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი დეჰიდრატაცია. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ თბილი, გრილი ან ცივი წყალი.

მოერიდეთ სახლის საქმიანობის შესრულებას ხელთათმანების გარეშე, რადგან ეს აზიანებს როგირც კანს ასევე ფრჩხილებსაც.

Facebook კომენტარები