ყველას გაგვიგია, რომ კვერცხი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია. თუმცა, ამდენი სარგებლის მოტანა თუ შეეძლო, ნამდვილად არ ვიცოდი!

კვერცხი უკიდურესად მკვებავი და ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებია პლანეტაზე. ის აუცილებელი ვიტამინების, მინერალების და ცილის საუკეთესო ბუნებრივი წყაროა. კვერცხები მდიდარია ამინომჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ კუნთების მასის შექმნას და ქსოვილების აღდგენას.

დაბალანსებული კვება რომ გქონდეთ ყოველდღიურად სამი კვერცხი უნდა მიირთვათ.

აქ არის ერთი მთლიანი კვერცხის კვების პროფილი:

  • კალორია: 77
  • ცილები: 6 გრ
  • ჯანსაღი ცხიმები: 5 გრ
  • ვიტამინი B2: რეკომენდებული დღიური დოზის 15%.
  • ვიტამინი B12: რეკომენდებული დღიური დოზის 9%.
  • ვიტამინი B5: რეკომენდებული დღიური დოზის 7%.
  • ვიტამინი A: რეკომენდებული დღიური დოზის 6%.
  • სელენი: 22% DV
  • ფოსფორი: რეკომენდებული დღიური დოზის 9%.
  • ფოლიუმის მჟავა: რეკომენდებული დღიური დოზის 5%.
  • კვერცხში ასევე მაღალია კალციუმი, თუთია, K, E, D და B6 ვიტამინები.

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ კვერცხის სარგებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის:

  1. ტვინის განვითარება – კვერცხის გული მდიდარია ქოლინით, რომელიც მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით ნაყოფისა და ახალშობილის ტვინის განვითარებისთვის. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კვერცხის მოხმარება აუმჯობესებს ბავშვის ტვინის განვითარებას და ფუნქციონირებას.
  2. ძვლის ჯანმრთელობა – ვიტამინი D აუცილებელია კალციუმის შეწოვისთვის და ძვლების სათანადო ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დეფიციტი ზრდის ოსტეოპოროზისა და ძვლის სხვა დაავადებების რისკს. ეს ვიტამინი ბუნებრივად არის ძალიან ცოტა საკვებში, ამიტომ ადამიანებს ხშირად აქვთ დეფიციტი. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ამ ვიტამინით თქვენი ორგანიზმი კვერცხის მიღებით.
  3. ებრძვის რკინის დეფიციტს – რკინის დეფიციტის სიმპტომები მოიცავს დაღლილობას, თავის ტკივილს და გაღიზიანებას. თუმცა, 2 დიდი კვერცხი შეიცავს 2 მგ რკინას, ამიტომ მათი რეგულარული მოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდის რკინის დონეს.
  4. თვალის ჯანმრთელობა – კვერცხის გულში მაღალია ლუტეინი, რომელიც არის კაროტინოიდის ტიპი, რომელიც იცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რას სიბრმავის მთავარი მიზეზია. მას შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეულიც, მაგრამ ორგანიზმი მას კვერცხიდან უფრო მარტივად ითვისებს. კვერცხის გული ასევე მდიდარია ზეაქსანტინით, ანტიოქსიდანტით, რომელიც იცავს თვალებს საშიში ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
  5. ჯანსაღი წონა – კვერცხები იძლევა სისავსის (დანაყრების) შეგრძნებას და, შესაბამისად, ზღუდავს კალორიების მიღებას დარჩენილი დღის განმავლობაში. ეს იწვევს წონის დაკლებას და მათში შემავალი ცილა ზრდის ენერგიის დონეს და ხელს უშლის სისხლში შაქრის ან ინსულინის მატებას.

როგორც ჩანს, დღეში 3 კვერცხი საკმარისია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად! ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, დაამატებთ კვერცხს თქვენი კვების რაციონში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა მიირთვათ კვერცხის გული, რადგან ის ძალიან სასარგებლოა!

Facebook კომენტარები