თუ გსურთ სახის კანის გაახალგაზრდავება, გამოიყენეთ მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტები!

შესანიშნავად ამკვრივებს კანს არა მხოლოდ სახეზე, არამედ კისერზეც! ნაოჭები სწრაფად ქრება, შეშუპება მცირდება.

შემადგენლობა:

  • 1 ჩაის კოვზი ჟელატინი,
  • 4 სუფრის კოვზი რძე,
  • ნახევარი ბანანი (არა რბილი!).
  • სურვილისამებრ 3-4 წვეთი ზეთი ვიტამინის კომპლექსით (A, E, B12, B1).

მომზადების მეთოდი:

  1. ჩაასხით ცხელი რძე თასში და დაუმატეთ ჟელატინი, ნელა ურიეთ კოვზით 5 წუთის განმავლობაში;
  2. დაჭყლიტეთ ბანანი და მიიყვენაეთ პიურეს კონსისტენციამდე (შეგიძლიათ გამოიყენოთ ბლენდერი);
  3. ბანანის პიურე გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ ვიტამინის კომპლექსი და კარგად აურიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჟელატინი მთლიანად დაიშალა.

Lui.ge 9 8

გამოყენების წესი:

  1. მოამზადეთ სახის კანი პროცედურისთვის. გამწმენდი საშუალებებით (ქაფი, გელები, ტონიკები, რძე) ვაშორებთ ყველა დეკორატიულ კოსმეტიკას, შემდეგ კი სახეს თბილი წყლით ვიბანთ;
  2. კოსმეტიკური სპატულით, ფუნჯით მყარი ჯაგარით ან თითის წვერებით წაისვით თბილი ნიღაბი სახესა და კისერზე. მასა წაისვით ქვემოდან ზემოთ, ნიკაპის მიდამოდან დაწყებული. შემდეგ ნიკაპის მიდამოდან გადავდივართ ყურის ბიბილოებისკენ, ტუჩის კუთხეებიდან ყურებამდე. შემდეგ ვისვამთ ნიღაბს შუბლის შუა ნაწილიდან თმის ხაზამდე და საფეთქლებისკენ. თვალების და ტუჩების ირგვლივ არე სუფთა რჩება;
  3. ეცადეთ, 20 წუთის განმავლობაში არ შეეხოთ ნიღაბს ხელებით და არ ამოძრავოთ სახის კუნთები. შემდეგ ნიღაბი შეგიძლიათ მოიხსნათ თბილ წყალში დასველებული რბილი ღრუბლით, შემდეგ კი საპნის გამოყენების გარეშე კარგად დაიბანოთ სახე და კისერი;
  4. ბოლოს კი წაისვით სახეზე დამატენიანებელი სახის კრემი, რომელიც ამშვიდებს და ატენიანებს კანს.

პრევენციის მიზნით, გამოიყენეთ ეს ნიღაბი თვეში 2-ჯერ, 4 თვე ზედიზედ 1-2 თვის შესვენებით. კანის გასამკვრივებლად და ნაოჭების მოსაშორებლად: კვირაში ერთხელ ძილის წინ, 3 თვის განმავლობაში, შემდეგ კი შეისვენეთ 1-2 თვე.

Facebook კომენტარები