მოიშორეთ შარდმჟავა და განკურნეთ პოდაგრა! 4 ბუნებრივი საშუალება!

ნუ მისცემთ შარდმჟავას საშუალებას გაანადგუროს თქვენი სახსრები!

თქვენს ორგანიზმში შარდმჟავას მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა, როგორიცაა პოდაგრის ართრიტი, თირკმლის ქვები და თირკმლის უკმარისობა, მაღალი წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

შარდმჟავას მაღალი დონე შეიძლება გამოწვეული იყოს ორგანიზმში შარდმჟავას წარმოების გაზრდით ან თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფის შემცირებით.

გაუწონასწორებელი დიეტა, სიმსუქნე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს შარდმჟავას დონის მატებას.

ნორმალური მაჩვენებლები:

  • მამაკაცები: 3,4-7,0 მგ/დლ
  • ქალები: 2,4-6,0 მგ/დლ

აქ მოცემულია 10 საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ შარდმჟავას ნორმალური დონე.

  • ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც ანეიტრალებს შარდმჟავას. ვაშლის ძმარი ასევე ხელს უწყობს სხეულის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენას და აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები.

ერთ ჭიქა წყალს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. დალიეთ ეს ხსნარი დღეში ორ-სამჯერ.

შეგიძლიათ თანდათან გაზარდოთ ვაშლის ძმარის რაოდენობა ორ სუფრის კოვზზე თითო ჭიქა წყალზე და მიიღეთ ეს საშინაო საშუალება, სანამ ტესტები ნორმალურშედეგს არ აჩვენებს.

გახსოვდეთ, რომ ვაშლის ძმარი ამცირებს კალიუმის დონეს ორგანიზმში და ხელს უშლის შარდმდენი საშუალებების მოქმედებას!

  • ლიმონის წვენი

გასაკვირია, რომ ლიმონის წვენი აწარმოებს ტუტე ეფექტს ორგანიზმში და ხელს უწყობს შარდმჟავას განეიტრალებას. გარდა ამისა, C ვიტამინის მაღალი შემცველობა ასევე ხელს უწყობს შარდმჟავას დონის შემცირებას.

ერთი ლიმონის წვენი გაწურეთ ჭიქა თბილ წყალში. დალიეთ დილით უზმოზე რამდენიმე კვირის განმავლობაში.

  • ალუბალი

ალუბალი და კენკრა შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას დონის შემცირებას. გარდა ამისა, მეწამული და ლურჯი ფერის კენკრა შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდმჟავას დონის შემცირებას და ანთების შემცირებას.

მიირთვით დღეში ნახევარი ჭიქა ალუბლის წვენი რამდენიმე კვირის განმავლობაში. იგივე ეფექტი აქვს 1 – 2 ჭიქა ალუბლის წვენს, სასარგებლოა რაციონში მოცვის, მარწყვის, პომიდვრის, ტკბილი წიწაკის დამატება.

  • Საცხობი სოდა

ნახევარი ჩაის კოვზი სოდა შეურიეთ ერთ ჭიქა წყალში. დალიეთ დღეში ოთხ ჭიქამდე ორი კვირის განმავლობაში.

შენიშვნა: ამ საშუალების მიღება არ შეიძლება მუდმივად და ჰიპერტენზიის დროს. 60 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა არ უნდა დალიონ დღეში სამ ჭიქაზე მეტი!

Facebook კომენტარები