რატომ უნდა მიირთვათ ჩიას თესლი ყოველდღე და როგორ გამოვიყენოთ ისინი!

აი, რატომ უნდა დაამატოთ ეს თესლი თქვენს ყოველდღიურ დიეტაში:

ბევრ თქვენგანს არ გსმენიათ ჩიას თესლების შესახებ, თუმცა ისინი ბუნებაში ერთ ათასწლეულზე მეტია არსებობს. ისინი პირველად აცტეკებმა მოიხსენიეს, როგორც საკვები, როგორც წამალი და რელიგიური ცერემონიების ნაწილი.

ეს თესლი მდიდარია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, ბოჭკოებით, ასევე ანტიოქსიდანტებით, მინერალებითა და ვიტამინებით. ის ეფექტურად ეხმარება კანის აღდგენას, წვავს ცხიმებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აძლიერებს ორგანიზმს.

დიეტოლოგები მის გამოყენებას სუსტი იმუნიტეტისა და ენერგიის დაბალი დონის შემთხვევაში გვირჩევენ.

ჩიას თესლები ასევე შეიცავს 37% საკვებ ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას.

Lui.ge 8 8

აქ მოცემულია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ ჩიას თესლი ყოველდღიურად:

  • ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი პრობლემების მოგვარებას, ბოჭკოს მაღალი კონცენტრაციის გამო
  • ტვინისა და გულის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია მისი 20% ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შემცველობით, რაც ორაგულზე რვაჯერ მეტია.
  • შეიცავს 20% პროტეინს.
  • აძლიერებს ფრჩხილებს, თმას და კანს.
  • შეიცავს 3-ჯერ მეტ რკინას, ვიდრე ისპანახი.
  • ეს არის უაღრესად ძლიერი ანტიოქსიდანტი და აქვს 4-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მოცვი.
  • შეიცავს 7-ჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე ფორთოხალი.
  • შესანიშნავია დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან ისინი არეგულირებენ სისხლში გლუკოზის დონეს.
  • შეიცავს 8 სახის ამინომჟავას.
  • 5-ჯერ მეტ კალციუმს ვიდრე რძე.
  • 2-ჯერ მეტ კალიუმს, ვიდრე ბანანი.

ექსპერტების აზრით, ყოველდღიურად დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი ჩიას თესლი უნდა მიირთვათ. ვინაიდან ეს თესლები ძალიან მდიდარია ბოჭკოებით, დალიეთ ბევრი წყალი.

მას აქვს სასიამოვნო და რბილი გემო, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ის თქვენს სმუზისა თუ სალათებში. ფუნთუშასა და პურის ცომის სახლში მომზადების შემთხვევაში, ჩიას თესლიც დაუმატეთ.

საკმარისია თესლი მცირე რაოდენობით წყალში 15 წუთის განმავლობაში დაასველოთ და ისინი დაიწყებენ გაჟღენთვას და გაიზრდებიან ზომაში. ეს თესლი დიდხანს უზრუნველყოფს დანაყრების შეგრძნებას.

Facebook კომენტარები