მოიშორეთ ტოქსინები თქვენი ორგანიზმიდან 48 საათის განმავლობაში! ეს არის საუკეთესო დეტოქსიური დიეტა!
გაკლიათ ენერგია და გრძნობთ დაღლილობას? კანი მშრალი გაქვთ და თვალების გარშემო გაქვთ მუქი წრეები, რომლებსაც ვერ მალავთ? ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი სხეული სავსეა ტოქსინებით.
როცა ტოქსინებით სავსე ხარ, ვირუსების მიმართ მგრძნობიარე ხდები. ასეთ პირობებში ორგანიზმს სჭირდება დეტოქსიკაცია.
სინამდვილეში, თქვენ არ უნდა გრძნობდეთ ამ სიმპტომებს და უნდა იყოთ ენერგიით სავსე!
შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ამ შაბათ-კვირას და შექმნათ მენიუ, რომელიც გაწმენდს თქვენს ორგანიზმს ყველა ტოქსინებისგან.
გაწმენდის პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სხეულის დეტოქსიკაციაში, შეუძლია გააუმჯობესოს 5 ორგანო:
- ღვიძლი,
- თირკმელები,
- ფილტვები,
- ნაწლავები,
- ლიმფა.
დეტოქსიკაციის გეგმა მოითხოვს უცხიმო საკვების, კარტოფილის, ხორცის და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.
სასურველია ამის გაკეთება წელიწადში ორჯერ 10 დღის განმავლობაში. შედეგებით გაოცებული დარჩებით. თავს უკეთ იგრძნობთ, თუ ჭინჭრის, ბაბუაწვერას და არყის ჩაის გამოიყენებთ.
შაბათ-კვირის დეტოქსიკაციის გეგმა:
დალიეთ 250 მლ. თბილი წყალი ყოველ დილით უზმოზე.
- შაბათი
საუზმე: რეკომენდებული რაოდენობით თბილი წყალი, 1 ჭიქა შვრიის ფაფა 1 კოვზი სელის თესლით, 250 მლ უბრალო წყალი ან მწვანე/შავი ჩაი, 200 მლ დიეტური იოგურტი ან ნუშის რძე, ნახევარი ჭიქა ახალი მოცვი (ან სხვა ხილი).
სადილი: 250 გრ შემწვარი ჰაკი (თევზი), სალათი (პომიდორი, რუკოლა, მწვანილი), სალათის ფურცელი ზეითუნის ზეთით და კარტოფილით, პატარა ბანანი და ნესვის ნაჭერი და 250 მლ ჩვეულებრივი წყალი.
სამხარი: 180 მლ იოგურტი, ვაშლი, ¼ ჭიქა გოგრის თესლი და 250 მლ წყალი.
ვახშამი: 150 გრ შემწვარი ტუნა ფოლგაში , ცოტა მოხარშული ბოსტნეული (ისპანახი ან ბროკოლი), სალათი ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით და 250 მლ წყალი ან ჩაი.
- კვირა
დაიწყეთ რეკომენდებული რაოდენობით თბილი წყლით.
საუზმე: 200 მლ ნუშის რძე ან დიეტური იოგურტი, 1 ჭიქა შვრიის ფაფა 1 კოვზი სელის თესლით, ვაშლი და მწვანე ჩაი.
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 200 გრ შემწვარი ქათმის მკერდი და 250 მლ წყალი.
სამხარი: ერთი გრეიფრუტი ან ფორთოხალი.
ვახშამი: ჭარხლისა და სტაფილოს სალათი ლიმონის წვენით და ჩაი.