ეს ნიღაბი დამეხმარა სახე უფრო ახალგაზრდა გამეხადა! ის სასწაულად აშორებს ლაქებს, აკნეს ნაწიბურებს და ამსუბუქებს ნაოჭებს! 

აკნე, მუქი ლაქები, ნაწიბურები და ნაოჭები ჩვენს სახეს უკარგავენ სილამაზეს და მიმზიდველობას!

ეს ნიღაბი ნაკლებ შესამჩნევს ხდის  ნაოჭებს, აშორებს აკნეს შემდეგ დატოვებულ ნაწიბურებს.

ეს არის ბუნებრივი საშუალებების კომბინაცია, რომელიც დაგეხმარებათ კანის ყველა პრობლემის აღმოფხვრაში!

დღეს წარმოგიდგენთ სახის სასწაულ და ეფექტურ ნიღაბს, რომელიც დაგეხმარებათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემის მოცილებაში,იგი კანს ანიჭებს ბზინვარებას და ახალგაზრდა ელფერს.

მისი ერთ-ერთი სასარგებლო ინგრედიენტი არის თაფლი, რომელიც ეფექტურია კანში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის.

ამ ნიღბის მომზადებას ძალიან მარტივად შეძლებთ თქვენით, სახლის პირობებში და შედეგით გაოცებული დარჩებით!

ინგრედიენტები:

  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • ½ ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
  • 1 ჩაის კოვზი ახალი ლიმონის წვენი
  • ½ ჩაის კოვზი დარიჩინი

მომზადების მეთოდი:

  1. შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები თასში, რომ მიიღოთ გლუვი პასტა.
  2. თუგაქვთ მგრძნობიარე კანი, შეგიძლიათ ლიმონის წვენი გააზავოთ ცოტა წყლით.
  3. თუ პასტა თხელია მას უნდა დაამატოთ კიდევ ცოტა თაფლი, რომ ის ოდნავ სქელი გახდეს.

გარდა უთვალავი სარგებლობისა, თაფლი ასევე აფართოებს სისხლძარღვებს.

ამიტომ თაფლი არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლძარღვთა კანის დაავადებების სამკურნალოდ.

ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი თეთრი ან მწვანე თიხით, იგივე პროპორციით, როგორც რეცეპტში. სასურველი კონსისტენციის მისაღებად შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალიც დაამატოთ.

გამოყენება:

  1. წაისვით თქვენი ნიღაბი სახეზე და მოერიდეთ თვალების და პირის მიდამოებს.
  2. გაიჩერეთ ის ნახევარი საათის განმავლობაში, ხოლო მგრძნობიარე კანის შემთხვევაში 10 წუთის განმავლობაში.
  3. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. ბოლოს სახეზე წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არის სახის ნიღაბი და არ უნდა გამოიყენოთ სხეულის სხვა უბნებზე. ასევე, ნუ გამოიყენებთ მას, როგორც სახის ამქერცლავს, რადგან მას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

თქვენ შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტის შეგრძნება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნიღბის წასმის დასაწყისში, ის გაქრება პირველი 5 წუთის შემდეგ.

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება