გამოიყენეთ ეს ორი ინგრედიენტი თქვენი სამზარეულოდან და თქვენი ქუსლები დაიბრუნებენ ძველებურ სილამაზეს!

დაზოგე ფული სალონებში სიარულისგან!

ადამიანები უფრო მეტად ზრუნავენ ხელებზე, ვიდრე ფეხებზე. თუმცა, ლამაზ ფეხებსაც შეუძლია ყურადღების ცენტრში მოგაქციოთ. მხოლოდ სილამაზეც არ არის მთავარი მიზეზი ფეხის ქუსლების მკურნალობისთვის, რადგან გამომშრალი და დამსკდარი ქუსლები ძლიერი ტკივილის გამომწვევი შეიძლება იყოს და საშინელი დისკომფორტის შემქნელიც.

არსებობს მრავალი სილამაზის პროდუქტი და აქსესუარი თქვენი ფეხების გარეგნობის გასაუმჯობესებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე დაიწყოთ თქვენს ფეხებზე ზრუნვა. სილამაზის სალონებში შეგიძლიათ მიიღოთ მსგავსი მომსახურება, თუმცა საკმაოდ ძვირი სიამოვნება გამოგივათ ისე ხშირად რომ იაროთ, როგორც საჭიროა ამ პრობლემის მოსაგვარებლად.

რა მოხდება, თუ თქვენ შეძლებთ თქვენს ფეხებზე ზრუნვას სახლის პირობებში?

დიახ, არსებობს საშინაო საშუალება, რომელიც დაგეხმარება ფეხებზე აქერცლილი, მშრალი კანის მოვლაში.

ამ სახლის სამკურნალო საშუალების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ ამ სამკურნალო საშუალებისთვის საჭირო ინგრედიენტები ხელმისაწვდომია.

დაგჭირდებათ:

  • რძე – 2-დან 4 ჭიქამდე
  • საცხობი სოდა – 3 ს.კ.

Milk Foot Bath 1 e1656068352269

მომზადება:

  1. აიღეთ 2-4 ჭიქა თბილი რძე.
  2. ჩაასხით პატარა აბაზანაში და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა.
  3. კარგად აურიეთ და ჩაყარეთ ფეხები მომზადებულ ნაზავში.
  4. გააჩერეთ ხსნარში 10-15 წუთის განმავლობაში.
  5. დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხები თბილი წყლით.
  6. შემდეგ გაიმშრალეთ ფეხები სუფთა პირსახოცით და წაისვით ფეხის კრემი.

გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ და უმოკლეს დროში მიიღებთ გლუვ, რბილ და ჯანსაღ კანს ფეხებზე.

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება