ეძებთ ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას თმის ცვენის წინააღმდეგ? აირჩიე ნიორი და აბუსალათინი მის შესაჩერებლად და სწრაფი ზრდისთვის!

ნივრის ეთერზეთი და აბუსალათინის ზეთის კომბინაცია დაგეხმარებათ თმის ფოლიკულების გააქტიურებაში, რაც შეზღუდავს თმის ცვენას, გააძლიერებს მას და მისცემს სტიმულს ხელახლა ზრდისთვის.

სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ თმის ცვენის მნიშვნელოვან შემცირებას, ისევე როგორც მის სწრაფ ზრდას!

0 66 e1655450998468

მომზადება:

  1. კონტეინერში ჩაასხით აბუსალათინის ზეთი.
  2. დაამატეთ ნივრის ეთერზეთი.
  3. ორივე კარგად აურიეთ.
  4. მიღებული ნაზავი გადაიტანეთ მინის ბოთლში.

გამოყენება

დაბანის წინ (მაქსიმუმ 1-დან 2-ჯერ კვირაში), აიტანეთ ეს ზეთი თმის ფესვებში. მას შემდეგ, რაც სკალპზე ზეთი კარგად იქნება დატანილი, შეიზილეთ სკალპი 5 წუთის განმავლობაში სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის და ეს აქტიურ ინგრედიენტებს ღრმად შეღწევის საშუალებას მისცემს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:

ეთერზეთები შეიძლება იყოს ალერგენული თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, ყოველთვის გააკეთეთ ტესტი იდაყვის მოსახრელში 24 საათით ადრე, სანამ ამ რეცეპტს ცდით.

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ბავშვებში!

რჩევა: სასურველია გამოიყენოთ ქარვისფერი შუშის ბოთლი, რათა დაიცვას ზეთები სინათლისგან და რომ შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები.

თუ თმა ადგილ-ადგილ გაკლიათ მასინ სცადეთ ეს მეთოდი:

თმაგაცვენილ ადგილზე დაიდეთ დანაყილი ნიორი 1,5-2 საათის განმავლობაში, დღეში ერთხელ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ მაქსიმუმ 10 დღე, შემდეგ დაისვენეთ 10 დღე და გაიმეორეთ. 3-4 კურსი საკმარისი უნდა იყოს.

Facebook კომენტარები