mobliurebi
mobliurebi

ჯანჯაფილის ჩაი: აშორებს თირკმლის ქვებს და ასუფთავებს ღვიძლს! გემრიელი, მარტივი და ჯანსაღი რეცეპტი!

ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, მდიდარია ანთების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით. ამრიგად, იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამკურნალო პროდუქტად.

ჯანჯაფილი ძალზე სასარგებლოა საერთო ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს C ვიტამინს, მაგნიუმს და სხვა სასარგებლო მინერალებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხსნის ტკივილს და მკურნალობს ასთმასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

100 გრამი ნედლი ფესვის შემადგენლობაში შედის:

  • ნახშირწყლები – 9 გ,
  • ცილა – 1,2 გ
  • ცხიმი – 1 გ
  • უჯრედისი – 1,1 გ

ვიტამინები:

  • B6 – 160 მკგ
  • B2 – 40 მკგ
  • B1 – 20 მკგ
  • C – 5 მგ

მინერალები:

  • რკინა – 500 მკგ
  • სპილენძი – 150 მკგ
  • მანგანუმი – 2 მგ
  • თუთია – 1,2 მგ

ცნობილია, რომ ჯანჯაფილი არის ძლიერი ინსტრუმენტი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად და ღვიძლის გასაწმენდად.

დალიეთ ჯანჯაფილის ჩაი გაციებისა და გრიპის დროს. ის ასევე უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვა სარგებელის ფართო სპექტრს.

turmeric latte crop bb2da18b211849a1bac045908b5170be scaled

ჯანჯაფილის ჩაის სარგებელი:

  1. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
  2. ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ჟანგბადით, ვიტამინებითა და მინერალებით.
  3. ხსნის თავის ტკივილს და კუნთების ტკივილს.
  4. ხსნის თირკმლის კენჭებს.
  5. ასუფთავებს ღვიძლს.
  6. ამცირებს ინსულტის რისკს.

ჯანჯაფილის ჩაი - რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ¼ ჩ/კ დაფქული კოჭა
  • ¼ ჩ/კ დაფქული კურკუმა
  • ქოქოსის რძე
  • თაფლი
  • ჭიქა წყალი

მომზადება:

  1. აადუღეთ წყალი.
  2. დაამატეთ ჯანჯაფილი და კურკუმა.
  3. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
  4. დაამატეთ რძე.
  5. ჩაი გადაწურეთ.

სასმელი მზადაა და შეგიძლიათ ისიამოვნოთ, როგორც მისი გემოვნური თვისებებით, ასევე სასარგებლო მხარეებით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება