ნახეთ, რა სარგებელი მოქვს ფინიკს თქვენი ორგანიზმისთვის, თუ მას დღეში 3-ჯერ მიირთმევთ!
ფინიკი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით თუ მას ყოველდღიურად იყენებთ.
აქ მოცემულია რამდენიმე ფაქტი ამ მცენარის შესახებ, რომელთა შესახებ ალბათ არ იცით.
ძალიან მკვებავია ორგანიზმისთვის.
ფინიკი არის უაღრესად მკვებავი ხილი, რომელიც მდიდარია მანგანუმით, მაგნიუმით, ბოჭკოებით, ვიტამინი B-6, კალიუმით და სპილენძით.
აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
ფინიკის რეგულარული მოხმარება მოგიხსნით შეკრულობას, გაზებს და შებერილობას.
ხსნის ტკივილს.
ფინიკი მდიდარია მაგნიუმით, ცნობილი ანთების საწინააღმდეგო ნაერთით. ამრიგად, ისინი ეფექტურია ართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს. ასევე, ფინიკი ხელს შეუწყობს არტერიული წნევის შემცირებას, რაც შეამცირებს ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
რეკომენდებულია ორსულებისთვის.
ფინიკი ორსულობის დროს ქალებისთვის სასარგებლოა. გამოდის, რომ ქალებში, რომლებიც ფინიკის ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში მიირთმევენ, მშობიარობა ნაკლებად მტკივნეულია.
აკონტროლეთ მაღალი წნევა.
ფინიკში მაგნიუმის შემცველობის გამო, ისინი ნამდვილად აქვეითებენ არტერიულ წნევას. კალიუმის შემცველობა კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში გვეხმარება, ამიტომ ფინიკი საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის.
ტვინის ფუნქციის გაუმჯობესება.
ერთ კვლევაში დადასტურდა, რომ ვიტამინი B6, მიღებული სწორი რაოდენობით და თანმიმდევრულ საფუძველზე, ეხმარება ტვინს სრულყოფილ ფუნქციონირებაში. ფინიკი მდიდარია ამ აუცილებელი ვიტამინით, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას, შემეცნებას, კონცენტრაციას და ყურადღებას.
ფინიკის პალმის ნაყოფი იძლევა ძალას, გამძლეობას , ახალგრძლივებს სიცოცხლეს, ამაგრებს გულს, ღვიძლს და თირკმელებს. ფინიკი ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, ნორმაში მოჰყავს მჟავების ბალანსი. კვებავს სისხლს, ხელს უწყობს ტვინის ღეროვანი დაბოლოვებების განვითარებას. აძლიერებს ორგანიზმის ბრძოლას სხვადასხვა ინფექციებთან, მათ შორის ვირუსებთან. ფინიკი სასარგებლოა აგრეთვე ანემიისა და ჰიპერტონიის დროს, შველის ფილტვებს, ამშვიდებს ხველას.