mobliurebi
mobliurebi

3 შესანიშნავი რეცეპტი რომელიც დაგეხმარებათ ათეროსკლეროზის დამარცხებაში!

ათეროსკლეროზი სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებაა. რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების შევიწროებითა და დეფორმაციით. ეს შემდგომში გამოიწვევს სისხლის მიწოდების დაქვეითებას და იშემიას.

ათეროსკლეროზის არამოდიფიციებადი რისკფაქტორებია:

  • ასაკი - რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მეტია ათეროსკლეროზის რისკი.
  • სქესი - მამაკაცებს ათეროსკლეროზი 10 წლით ადრე ეწყებათ და 50 წლამდე მათი განვითარების 4-ჯერ მეტი ალბათობაა.
  • გენეტიკური განწყობა - ათეროსკლეროზის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვის გენეტიკაშიც ათეროსკლეროზის სხვადასხვა ფორმაა დადასტურებული.

ათეროსკლეროზის მოდიფიციებადი რისკფაქტორებია:

  • თამბაქოს წევა
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • სიმსუქნე
  • ცხიმების ცვლის დარღვევა
  • არასწორი კვება
  • ცხოვრების უმოძრაო წესი
  • ინფექცია

საბედნიეროდ, მოდიფიცირებადი რისკფაქტორებიდან ზოგის თავიდან აცილება შეგვიძლია და ზოგის კიდევ მკურნალობა. საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა. მაგ. თავი დავანებოთ მოწევას, ან ყურადღება მივაქციოთ წონას და კვებას.

ადამიანისთვის საშინელებაა ისეთი სიბერე, როცა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება, დაუძლურდება და სიცოცხლის ხალისს დაკარგავს.

გთავაზობთ ხალხური მედიცინის რამდენიმე რეცეპტს ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად:

რეცეპტი 1:

აიღეთ 100-100 გრ გვირილა, კრაზანა, ნეგო, არყის ხის კვირტი, დაფქვით, აურიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ მინის ქილაში და დაახურეთ თავი. საღამოს 1 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წუთი და შემდეგ გაფილტრეთ. 1 ჭიქა გამონაწურში აურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და ძილის წინ დალიეთ. დილით დარჩენილი სითხე ორთქლზე შეათბეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლი და მიიღეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ ნარევი არ გამოგელევათ.
ნაყენი ასუფთავებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ეფექტიანია ორგანიზმის დასუსტების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ქოლესტერინისგან ორგანიზმის გაწმენდის, ათეროსკლეროზი– სა და წნევის პროფილაქტიკის მიზნით. მკურნალობის კურსი უნდა გაიმეოროთ 5 წლის შემდეგ.

რეცეპტი 2:

1 ლ წითელი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გ გახეხილი პირშუშხა, 2 ცალი კანიანად დაჭრილი ფორთოხალი. ეს ნარევი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 20 წუთი, შევაგრილოთ და შევდგათ მაცივარში. ვსვათ 2-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
მკურნალობა 6 თვეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მის მიღებას ყველა ხანშიშესულ ადამიანს ვურჩევ.

რეცეპტი 3:

გადამწიფებულ, ყვითელ კიტრებს გამოაცალეთ თესლი და გააშრეთ. 1 ს/კ გამხმარ თესლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ჭურჭელი შეფუთეთ და დადგით ნახევარი საათი. როცა წყალი შეგრილდება, შეგიძლიათ დალიოთ, ხოლო ჭიქაში დარჩენილი თესლი უნდა შეჭამოთ საჭმლის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ.

სისხლძარღვთა გასაწმენდად საკმარისია ყოველ წელს ერთთვიანი კურსის ჩატარება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება