mobliurebi
mobliurebi

ამოიღეთ ყველა ტოქსინი და ცხიმი ღვიძლიდან, მსხვილი ნაწლავიდან და თირკმლებიდან 48 საათში

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭიქა ქინოა
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
  • 1 სუფრის კოვზი სელის ზეთი
  • 1/3 ჭიქა დაჭრილი ქლიავი
  • 1/4 ჭიქა ბრინჯის რძე

ჩაასხით ერთი ჭიქა წყალი პატარა ქვაბში და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ქინოა, მწიკვი მუსკატის კაკალი და 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი. აურიეთ ნარევი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი, დაახურეთ ქვაბს და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ქლიავი და ბრინჯის რძე. შემდეგ ისევ დააფარეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. კერძის მირთმევამდე დაუმატეთ და მოურიეთ ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი.

დეტოქს სასმელი - 1

დალიეთ კომბოსტოს, ანანასის და ჯანჯაფილის წვენი ერთად.

  1. კომბოსტო კარგია თირკმელების გასაწმენდად.
  2. ანანასი შეიცავს ბრომელინს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.
  3. ჯანჯაფილი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას ნაღვლის ბუშტში.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭიქა ანანასი
  • 2 დიდი კიტრი
  • 1 კონა კომბოსტო (ღეროები ამოღებულია)
  • ნახევრად გაწურული ლიმონი
  • 1 ჩაის კოვზი კოჭა
  • ნახევარი ჭიქა პიტნა

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი წვენსაწურში და აურიეთ.

დეტოქს სასმელი - 2

საჭირო ინგრედიენტები:

  • 3/4 ჭიქა უშაქრო ანანასის წვენი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჭიქა უშაქრო ბროწეულის წვენი
  • 3 ჭიქა წყალი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თასში და გემრიელად მიირთვით. მზადდება 4 პორცია, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ მთელი დღის განმავლობაში.

ვეგეტარიანული საჭმლი.

შეურიეთ ნაჭერი ნიახური, ბოლოკი და კიტრი, ან ნებისმიერი სხვა ახალი ბოსტნეული. ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ეს საჭმელი რამდენიც გსურთ მთელი დღის განმავლობაში.

ხილის სმუზი ლანჩზე.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი, უშაქრო ნუშის რძე
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი
  • ¼ ჭიქა გაყინული მოცვი
  • ¼ ბანანი
  • ნახევარი ჭიქა ყინული

დაამატეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.

მოცვი აძლიერებს იმუნიტეტს და კარგია ღვიძლისთვის. ბანანი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის. სელის თესლი შეიცავს ომეგა 3-ს, რომელიც კვებავს ტვინს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება