mobliurebi
mobliurebi

მწვავე და ქრონიკული გასტრიტი - ამ დაავადებას მსოფლიოში ბევრი ადამიანი ებრძვის. გაიგეთ როგორ უნდა უმკურნალოთ მას ხალხური მედიცინის დახმარებით!

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. ზოგჯერ, მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში, ზიანდება კუჭის ლორწოვან გარსზე ღრმად მდებარე შრეები. გასტრიტი და გატროდუოდენიტი კუჭ-ნაწლავის პათოლოგიებს შორის ყველაზე მეტად არის გავრცელებული. გასტრიტით არის დაავადებული მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

განასხვავებენ გასტრიტის ორ სახეს - მწვავესა და ქრონიკულს.

მწვავე გასტრიტი - მწვავე გასტრიტს მრავალი მიზეზი აქვს:

  • ამა თუ იმ ნივთიერების ან მედიკამენტის (ალკოჰოლის, ასპირინის) მავნე ზემოქმედება,
  • მექანიკური გაღიზიანება,
  • ანთების გამომწვევი ბაქტერია,
  • ასევე ორგანიზმის არაადეკვატური რეაქცია რომელიმე მძიმე დაავადების მიმართ.

გასტრიტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს სტრესი. ამ დროს კუჭის სისხლძარღვები ვიწროვდება და კუჭის კედელზე მარილმჟავები გაძლიერებულ ზემოქმედებას ახდენს. გასტრიტის დროს ანთება ზოგჯერ მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსზე ვრცელდება, ზოგჯერ კი კუჭის მთელ სისქეს მოიცავს და კუნთებამდეც კი აღწევს.

მწვავე გასტრიტი უმეტესად მწვავე გასტროენტეროკოლიტის ან გასტროენტერიტის სახით მიმდინარეობს.

არსებობს მწვავე გასტრიტის რამდენიმე ფორმა:

  • უბრალო,
  • კოროზიული,
  • ფლეგმონური.

ყველაზე ხშირად პირველი ორი გვხვდება.

უბრალო გასტრიტის გამომწვევი ფაქტორები ორ ჯგუფად:

  1. ეგზოგენური
  2. ენდოგენური

ეგზოგენურ გასტრიტთან აღსანიშნავია არასწორი კვება, კუჭის კედლის გამღიზიანებელი მედიკამენტების ზემოქმედება, ალერგია ზოგიერთი საკვების (მაგალითად, ჟოლოს, სოკოს, მარწყვის) მიმართ.

ენდოგენურ გასტრიტს თვით დაავადებულის ორგანიზმი აპროვოცირებს. კერძოდ, ის შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმში ინფექციის მოხვედრისას ან ისეთი აუტოიმუნური რეაქციის განვითარებისას, როდესაც ავადმყოფს იმუნური სისტემა უმიზეზოდ ებრძვის კუჭის ლორწოვან გარსს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

უბრალო მწვავე გასტრიტის ნიშნები:

  • გულისრევა,
  • უსიამოვნო შეგრძნება და ტკივილი გულის კოვზთან,
  • თავბრუსხვევა,
  • საერთო სისუსტე,
  • დიარეა,
  • უწყვეტი ღებინება.

კანი და ლორწოვანი გარსი ფერმკრთალია, ენაზე ჩნდება ნაცრისფერი ნადები, აღინიშნება პირის სიმშრალე.

კოროზიული გასტრიტი: კოროზიული გასტრიტი შესაძლოა გამოიწვიოს კუჭში ძლიერი ტუტეს ან მჟავას, განუზავებელი სამედიცინო სპირტის, ზოგიერთი ლითონის მარილის მოხვედრამ. კოროზიული გასტრიტის მთავარი სიმპტომებია:

  • ტკივილის შეგრძნება გულის კოვზთან, პირსა და გულმკერდის არეში,
  • მუდმივი ღებინება. ამონაღები მასა შეიცავს სისხლს, ლორწოს.
  • პირში, ტუჩებზე შეიმჩნევა ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული დაზიანება (შეშუპება და სხვა). შესაძლოა დაზიანდეს ხორხიც.

ასეთ შემთხვევაში დაავადებულს ხმა ეხლიჩება. როდესაც კოროზიული გასტრიტი მძიმედ მიმდინარეობს, გამორიცხული არ არის, მკვეთრად დაეცეს არტერიული წნევა და ავადმყოფმა გონება დაკარგოს.

კოროზიული გასტრიტის დროს ავადმყოფი ტკივილსა და დაავადების სხვა ნიშნებს უმეტესად ორგანიზმში მავნე ნივთიერების მოხვედრის პირველსავე საათებში, ზოგჯერ პირველსავე წუთებშიც კი გრძნობს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თუ უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობა დროულად დაიწყო, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ გასტრიტის გამომწვევის მოქმედება დიდხანს გაგრძელდა, მწვავე გასტრიტი ქრონიკულში გადაიზრდება.

უბრალო მწვავე გასტრიტის მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ნაწლავებისა და კუჭის სრულყოფილი გამორეცხვაა. არასწორმა კვებამ ანთება უფრო მეტად რომ არ გაამწვავოს, სასურველია შემდეგი რეკომენდაციების დაცვა:

  • შეტევის პირველ დღეს უმჯობესია ავადმყოფმა საერთოდ არაფერი ჭამოს. ნებადართულია მხოლოდ მაგარი ჩაისა და ბორჯომის მიღება;
  • შეტევის მეორე-მესამე დღეს შეიძლება მანანისა და ბრინჯის ფაფის, ქათმის ბულიონისა და კისელის მიღება;
  • შემდეგ ავადმყოფს ენიშნება დიეტა;
  • შეტევიდან ერთი კვირის შემდეგ დასაშვებია კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლა.

ქრონიკული გასტრიტი

ქრონიკული გასტრიტი არის კუჭის კედლის ანთება სხვადასხვა სიღრმეზე — ლორწოვანი გარსიდან კუჭის ღრმა შრეებამდე. კუჭ-ნაწლავის დაავადებათა მესამედი სწორედ
ქრონიკულ გასტრიტზე მოდის.

ქრონიკული გასტრიტი პირველადიც შეიძლება იყოს და მეორეულიც. მიზეზის კვალობაზე, განასხვავებენ მის ეგზოგენურ (ალკოჰოლი, ასპირინი, რადიაცია, ტემპერატურული დაზიანება) და ენდოგენურ (აუტოიმუნური რეაქცია, ინფექცია და ა.შ.) ფორმებს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ქრონიკული გასტრიტის დროს კუჭში სხვადასხვა ნივთიერების სეკრეცია მეტწილად ნორმალური ან მომატებულია. გასტრიტის ეს ფორმა უპირატესად ახალგაზრდა მამაკაცებს ემართებათ. ის ვლინდება გულძმარვით, მჟავე ნივთიერებების წამოღებინებით, ტკივილით გულის კოვზთან და კუჭის არეში, ზოგჯერ- შეკრულობით. ხშირია ღამით კუჭის სეკრეტორული მოქმედების გაძლიერება.

როგორ ვუმკურნალოთ გასტრიტს ხალხური მედიცინით?

  • თუ კუჭის მჟავიანობა მომატებულია - სასარგებლოა უზმოზე ახალგამოწურული კარტოფილის წვენის (2 ს/კ:2 ს/კ წყალი) სმა. აჯობებს, თუ კარტოფილის წვენს გამოწურვის შემდეგ ცოტა ხნით დადგამთ, რომ სახამებელი დაილექოს და წვენის ზედა ფენას დალევთ. სვით 4 დღის განმავლობაში. შემდეგ მისი დოზა 3 ს/კ-მდე გაზარდეთ, უნდა განაზავოთ 3 ს/კ წყალში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ჩაიტარეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ასევე გირჩევთ, უზმოზე მიირთვათ შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი კერძები, შაქარი, მჟავე პროდუქტი, ალკოჰოლი, ნაყინი; ხილის წვენები განაზავეთ წყლით, მიირთვით მხოლოდ თბილი საკვები.

  • თუ კუჭის მჟავიანობა დაბალი გაქვთ - უზმოზე ჭამეთ კომბოსტოს 2-3 ფოთოლი, დღეში სამჯერ დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ასკილის ნაყენი, რომელსაც დამატებული აქვს 1-2 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად მოქმედებს ასევე ჭარხლის წვენი ან მრავალძარღვას ნაყენი.

დაბალი მჟავიანობის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი ნაყენი:

შეურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ დანამცეცებული მრავალძარღვას ფოთლები, თითო ს/კ გვირილა (ყვავილი), კატაბალახას ძირები, კრაზანა და პიტნა. ამ ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 1 საათი თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა ჭამამდე ერთი საათით ადრე.

გასტრიტის მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორი დიეტა. ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევთ, გაითვალისწინოს და ზუსტად შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.

კარტოფილის წვენი აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ჯირკვალთა სეკრეციას. გარდა ამისა, აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი მოქმედება, აქვეითებს არტერიულ წნევას. ხალხურმედიცინაში კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გასტრიტების და წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მჟავიანობა მომატებულია.

კომბოსტოში შემავალიჰვიტამინი აუმჯობესებს კუჭის ლორწოვანი გარსის მეტაბოლიზმს, აძლიერებს მის მოტორიკას და აუმჯობესებს ნაწლავურ ფლორას. კომბოსტოს წვენი დაბალმჟავიანობას ამაღლებს, ხოლო მაღალი ან ნორმალური მჟავიანობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მრავალძარღვას ეფექტს - ამ მცენარეს ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული პათოლოგიების, ჰიპოაციდური გასტრიტების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტების სამკურნალოდ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება