mobliurebi
mobliurebi

სახის ღრმა წმენდისთვის საჭიროა მხოლოდ 2 ინგრედიენტი და ამას თქვენ სახლშიც მოახერხებთ!

პილინგის მრავალი სახეობიდან ერთ-ერთის შესახებ მოგიყვებით, რომელიც წყალბადის ზეჟანგის დახმარებით მზადდება. ეს ნივთიერება ადვილად შედის რეაქციაში კანის ცხიმოვნ ფენასთან და შესაბამისად, ასუფთავებს ფორებს და ამოჰყავს ყველაზე ღრმად ჩამჯდარი მკვდარი ქსოვილებიც კი.

ზეჟანგის და კანის ურთიერთქმედებით გამოიყოფა ჟანგბადი, რომელიც კანზე დადებითად მოქმედებს, კლავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს უჯრედებს, იგი მავნე ნივთიერებების სწრაფ გამოდევნასაც უზრუნველყოფს. თუკი ზეჟანგს კანის გასაწმენდ სოდას დავამატებთ, მივიღებთ აკნეს, ნაოჭების და შავი წერტილების საწინააღმდეგო საშუალებას.

ზეჟანგს არ აქვს არანაირი უკუჩვენება გარდა დერმატიტისა და პირადი აუტანლობისა. თუ კი ამ პროცედურას ჩაიტარებთ, არ გახვიდეთ მზეზე 2 დღის განმავლობაში.

კანზე შეგიძლიატ გამოიყენოთ მხოლოდ 3% - იანი წყალბადის ზეჟანგი. თუ უფრო მაღალი კონცენტრაციისას გამოიყენებთ, შეიძლება კანი დაიზიანოთ. ასევე, თუ ხშირად გამოიყენებთ ზეჟანგს, შესაძლოა კანი გამოგიშრეთ.

რეცეპტები:

  • თუ გაქვთ ცხიმიანი კანი, აიღეთ 2 ჩ/კ წყალბადის ზეჟანგი და 1ჩ/კ სოდა. კრგად აურიეთ და წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • თუ პრობლემური კანი გაქვთ, ზეჟანგისა და საპნის ქაფის პილინგი შეგიძლიათ სცადოთ. გლიცერინი ან ბავშვის საპონი ათქვიფეთ იქამდე,ს ანამ სქელი ქაფი არ წამოიქმნება. დაუმატეთ 2 წვეთი ზეჟანგი და გაიჩერეთ სახეზზე 15-20 წუთის განმავლობაში, ბოლოს ცივი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  • თუ გაქვთ მშრალი კანის ტიპი, სასურველია რომ ზეჟანგის შემადგენლობით ნიღაბი არ გამოიყენოთ, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ის აშრობს კანს და არ არის რეკომენდირებული.

ზეჟანგის შემცველობით ნიღაბი გამოიყენება კანის ღრმა წმენდისთვის. პროცედურის ჩატარების შემდეგ თქვენ აუცილებლად შენიშნავთ რომ თქვენი სახის კანი გამოიყურება ჯანსაღად. მთავარია, რომ პროცედურა ჩაიტაროთ სიზუსტით პროპორციების დაცვით და გაითვალისწინეთ, რომ ეს ნიღაბი არ უნდა მოხვდეს თვალის სიახლოვეს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება