mobliurebi
mobliurebi

3 საუკეთესო ნიღაბი სახისთვის - სოდის დახმარებით თქვენი სახის კანი იბრწყინებს!საცხობი სოდა ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

  1. ასუფთავებს, ატენიანებს და აღადგენს კანს.

ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი სოდა (30 გრ).
  • 3 სუფრის კოვზი მინერალური წყალი (30 მლ).
  • ½ ლიმონის წვენი.
  • 4 წვეთი ზეითუნის, ნუშის ან ლავანდის ზეთი

მომზადება:

  • ჩაყარეთ სოდა თასში.
  • ნელ-ნელა დაასხით წყალი, აურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ პასტისმაგვარ მასას.
  • პასტას დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  • ბოლოს დაუმატეთ 4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი.

გამოყენების წესი:

დაიბანეთ სახე თბილი წყლით და ნაზად შეიმშრალეთ პირსახოცით.
წაისვით პასტა მთელ სახეზე წრიული მოძრაობებით (თვალის არეში მოერიდეთ).
თუ ოდნავ ჩხვლეტის შეგრძნება შენიშნეთ, არ ინერვიულოთ, ეს სავსებით ნორმალურია.
გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • 2. სოდის ნიღაბი მშრალი კანისთვის.

ეს რეცეპტი წინას მსგავსია, მაგრამ ლიმონის ნაცვლად შეიცავს თაფლს.

ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი სოდა (30 გრ).
  • 3 სუფრის კოვზი მინერალური წყალი (30 მლ).
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრ).
  • 4 წვეთი ზეითუნის, ნუშის ან ლავანდის ზეთი

მომზადება:

ჩაასხით სოდა თასში და თანდათან დაამატეთ წყალი.
როგორც კი გლუვ პასტას მიიღებთ, დაამატეთ თაფლი (სასურველია თხევადი).
დაუმატეთ არჩეული ეთერზეთი და აურიეთ.

გამოყენების წესი:

სუფთა და მშრალ სახეზე წაისვით პასტა ძალიან ფრთხილად, რომ არ გააღიზიანოს კანი.
გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ბოლოს კი წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი.

3. სოდის ნიღაბი გვირილით.

გამოდგება ყველა ტიპის კანისთვის და შესანიშნავად აუმჯობესებს სახის ფერს.

ინგრედიენტები:

  • 1 პაკეტი გვირილა.
  • ½ ჭიქა წყალი (125 მლ).
  • 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი (20 გრ).
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი (25 გრ).
  • 2 სუფრის კოვზი სოდა (20 გრ).

მომზადება: 

  • მოადუღეთ გვირილის ჩაი ჩვეულებისამებრ.
  • დააყოვნეთ ეს ჩაი დიდხანს.
  • ამასობაში შვრიის ჩანტელი დააბლენდერეთ ან ყავის საფქვავით დაფქვით.
  • მოათავსეთ სოდა, თაფლი და შვრიის ანტელი (ფქვილი) თასში.
  • აურიეთ კარგად.
  • გადააგდეთ ჩაის პაკეტი და თანდათან დაამატეთ ჩაი ნარევს.
  • თუ პასტა ძალიან თხელია, შეგიძლიათ დაამატოთ მეტი სოდა.

გამოყენების წესი:

კარგად დაიბანეთ სახე და წაისვით პასტა , განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ცხიმი და ჭუჭყი გროვდება: ცხვირზე, შუბლზე და ლოყებზე.
გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დასრულების შემდეგ წაისვით დამატენიანებელი.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.

ამ ნიღბების შედეგებმა შეიძლება გაგაოცოთ თავისი შედეგით.

არ დაგავიწყდეთ ალერგიის ტესტის გაკეთება ჯერ ხელზე, რათა უსაფრთხოდ და სრულიად მშვიდად გამოიყენოთ ისინი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება