mobliurebi
mobliurebi

იმისთვის, რომ ჯანსაღი პროდუქტი მიირთვათ უნდა იცოდე თუ, როგორ გაასუფთაოთ ხილი და ბოსტნეული მავნე ნივთიერებებისგან.
კომბოსტო - ზედაპირი მთლიანად უნდა მოაშოროთ და ასე გარეცხოთ, რადგან მის ზედაპირზე ფურცლებში შხამქიმიკატები ადვილად ხვდება.

კარტოფილი - შხამქიმიკატები კარტოფილის გულში გროვდება, ამიტომ მისი ნახარში წყალი აუცილებლად უნდა გადაღვაროთ.
e183a0e1839de18392e1839de183a0 e18392e18390e18395e18390e183a1e183a3e183a4e18397e18390e18395e1839de18397 e1839ee183a0e1839de18393e183a3 5ec82fb2cbb0cყაბაყი, კიტრი, ბადრიჯანი - თუ კიტრის თხლად გათლის შემთხვევაში მუქ მწვანე ფერს დაინახავთ ესე იგი ის შხამქიმიკატებითაა სავსე. სამივე პროდუქტის შემთხვევაში გირჩევთ, რომ კანი ბოლომდე გააცალოთ.

მწვანილი - მწვანილში ყველაზე მეტად გროვდება სიბინძურე, ამიტომ გირჩევთ, რომ ის 1 საათის განმავლობაში გარეცხოთ და შემდეგ დაუმატოთ კერძს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

პომიდორი - რაც უფრო სქელია კანი მით უფრო შხამქიმიკატით სავსეა. არასდროს იყიდოთ პომიდორი, რომელიც სტაფილოსფერ-მოწითალო ფერში გადადის, თუ მაინც შეიძენს ჩადეთ ის ცივ წყალში 1 საათით.

სტაფილი - სტაფილოში ნიტრატები ძირითადად თავსა და ბოლოში გროვდება, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს ადგილები მოაჭრათ და ისე მიირთვათ.

ყურძენი - ყურძენი რომ არ გაფუჭდეს წამლავენ, ამიტომ მის ზედაპირზე შხამქიმიკატები დიდი რაოდენობითაა. გირჩევთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში რეცხოთ და შემდეგ მიირთვათ.

ვაშლი და მსხალი - თუ ჭამის დროს შენიშნავთ, რომ რომელიმე მათგანი წებოვანია, ეს იმას ნიშნავს, რომ დამუშავებულია ნივთიერებით “დიფანილი”, რომელიც ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია თავისი კანცეროგენული და ალერგიული შემადგენლობის გამო. ასეთი პროდუქტი აუცილებლად უნდა გაფცქვნათ და ისე მიირთვათ.

აუცილებლად სანახავი:ტიბეტური ელექსირი საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი საშუალება

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება