რკოს სასარგებლო თვისებები და გამოყენების წესები - ხალხური მედიცინის საოცრებები
რკო მრავალი საუკუნეა რაც სიძლიერის და სიჯანსაღის სიმბოლოდ ითვლება. თუმცა, ბევრმა არ იცის იმ უამრავი სასარგებლო სამედიცინო ეფექტის შესახებ, რომლის საშუალებით დახმარებაც ამ პროდუქტს შეუძლია. იგი გამოირჩევა ანტიბაქტერიული ეფექტით და კიდევ ისეთი სასარგებლო თვისებებით, როგორიცაა:
- ძლიერი მენსტრუაციული სისხლდენის შეჩერება
- ფილტვებზე და მკერდზე გაჩენილი წყლულების მკურნალობა
- რკოს ნაყენის დალევა დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში გაწმინდავს მუცლის ორგანოებს.
ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 1 ს/კ გადამუშავებული რკო ადუღებული წყლით სავსე ჭიქაში, გააგრილეთ და გადაწურეთ.
რკოსგან მიღებული წვენის დალევა აქრობს ნაღვლის ბუშტის სისუსტეს. აღნიშნული ნაყენის მისაღებად საჭიროა გამოწუროთ მწვანე ხილიდან წვენი და შეურიოთ თაფლს 1:3 პროპორციით. მიღებული ნაზავის 1 ს/კ შეგიძლიათ მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე.
რკოსგან მომზადებული ყავა ასევე სასარგებლოა გულის დაავადებების, ხველის, ბრონქიტის და ასთმას სამკურნალოდაც.
რკოს ყავის მოსამზადებლად საჭიროა ყავის მარცვლების ნაცვლად მოხალოთ რკო გაწითლებამდე, შემდეგ კი დაფქვათ და მოხარშოთ როგორც ყავა.
დიაბეტის სამკურნალოდ შეგიძლიათ მიიღოთ 1 ს/კ გამხმარი რკოს პუდრი დღეში ორჯერ, ჭამამდე და დაძინებამდე 1 საათით ადრე.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.