ბრინჯიანი წყალი : მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია, რამაც განმაცვიფრა

უამრავი  სარგებლის  მიღება შეგიძლიათ ბრინჯიანი წყლის გამოყენებით. მას აქვს მრავალი თვისება ჩვენი კანისთვის, გარდა მინერალებისა, ვიტამინებისა და ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებისა.

მისი მომზადება ძალიან მარტივად შეიძლება და არ არის ძვირი, რადგან უმეტესობას სახლში ყოველთვის აქვს ბრინჯი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ ბუნებრივი საშუალების მოსამზადებლად.

ბრინჯიანი წყლის სასარგებლო თვისებები:

დიარეის საწინააღმდეგოდ:

ძალიან სასარგებლო საშუალებაა ფაღარათთან საბრძოლველად, რადგან ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ასე  მომზადებით რჩება წყალში და მოქმედებს ნაწლავის ლორწოვანზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ათეთრებს კანს

ბრინჯიანი წყალი ამცირებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს უჯრედების ზრდას. Ბრინჯის წყალი იცავს კანს გაღიზიანებისგან, მაგალითად მზის დამწვრობის დროს.

წაისვით დაზიანებულ ადგილებში ბრიანჯიან წყალში დასველებული ბამბის ტამპონი.  შეამცირებს ტკივილს და ანთებას.

ბრინჯი არის ძირითადი საკვები ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია.

ამ ქვეყნებში მისი მარტივი ხელმისაწვდომობის გამო, ხალხმა ბრინჯი კვების ძირითად  ნაწილად აქცია, ასევე სილამაზის პროდუქტადაც.

ბრინჯის წყალი შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც  სასარგებლოა ი კანისა და თმისთვის.

ბრინჯი შეიცავს B, C და E ვიტამინებს, ასევე მინერალებს და რვა აუცილებელ ამინომჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ საერთო ჯანმრთელობასა და სილამაზეს.

მარტივი სიტყვებით, ბრინჯის წყალი არის რძიანი თეთრი ხსნარი, რომელიც მიიღება ბრინჯის ჩალბობით ან ადუღებით.

ის შეიძლება იყოს კონცენტრირებული, განზავებული ან თუნდაც ფერმენტირებული, რათა უზრუნველყოს მისი უპირატესობების უმეტესი ნაწილი.

კიდევ ერთი შესანიშნავი რამ ბრინჯიან წყალთან დაკავშირებით არის ის, რომ ყველაზე მარტივი ხელნაკეთი სილამაზის პროდუქტია, რომელიც ნებისმიერს შეუძლია სახლში გააკეთოს.

თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ბრინჯი და წყალი. აიღეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 ს.კ ბრინჯი, დახურეთ თავზე და დატოვეთ მთელი ღამე. მეორე დღიდან გამოიყინეთ საჭიროებისამებ. ასევე შეგიძლიათ იგივე რაოდენობა წამოადუღოთ, შემდეგ გადაწუროთ და როგორც კი შეგრილდება გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები