ბლეფარიტი: რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ოჯახურ პირობებში? 

თვალის ანთებითი დაავადებების მკურნალობისას აუცილებელია დაავადების გამომწვევი
მიზეზების გამოვლენა და მოცილება. ავადმყოფმა პირადი ჰიგიენა უნდა დაიცვას. შეეცადოს რომ განთავისუფლდეს ქრონიკული დაავადებებისგან (კარიესი, კუჭ-ნაწლავის მოშლილობა, ქრონიკული ტონზილიტი და სხვა). გადახედოს კვების რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია პერიოდულად ორგანიზმისთვის ვიტამინების და მიკროელემენტების მიწოდება და მისი წინააღმდეგობის უნარის გაზრდა.

დღეს ჩვენ გესაუბრებით თვალის ერთ-ერთ ქტუალურ დაავადების ბლეფარიტის შესახებ.

ბლეფარიტი არის პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ქუთუთოებზე და იწვევს ანთებას მათ კიდეებზე , რომელსაც თან ახლავს თვალების გაღიზიანება და სიწითლე.

საერთო სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ასოცირებული იყოს ბლეფარიტთან:

ქუთუთოების კიდეების სიწითლე; თვალების სიმშრალე, რომელიც ვლინდება უცხო სხეულის შეგრძნებით (ქვიშა) და თვალის ზედაპირის ანთებით; წამწამების ცვენა; ქუთუთოების ანთება.

ადგილობრივი მკურნალობა დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. ბლეფარიტის საწყისი ფორმის დროს საჭიროა თვალის ხრტილის ჯირკვლის ნორმალური მუშაობის აღდგენა, ქუთუთოს მასაჟი მინის წკირით ორი კვირის მანძილზე ან უფრო დიდხანს, ანტიბაქტერიული მალამოების და სითხეების გამოყენება, ყოველდღიურად ქუთუთოს ნაპირებზე სპირტის წასმა. მინის წკირზე დახვეული ბამბის ტამპონით, მასაჟის გაკეთებამდე უნდა მოაცილოთ ცხიმიანი საცობები და ფანტელები, მასაჟის მერე ქუთუთოებზე წაისვით ბრილიანტის მწვანეს 1 პროცენტიანი ხსნარი.
იაფი ავიაბილეთები avia.geბლეფარიტის ყველა სახეობის დროს კარგ ეფექტს იძლევა ვერცხლის წყალი, ქუთუთოს ნაპირების გაწმენდა ანტიბიოტიკების მაგარი ხსნარით და ასეთი ანტიბიოტიკის შეყვანა ქუთუთოების ნაპირებზე. ანტიბიოტიკში დასველებული ტამპონები დაიდეთ ქუთუთოების ნაპირებზე 15 წუთით 3-ჯერ დღეში.

ბლეფარიტის მკურნალობა დაავადების პირველი ნიშნებისთანავე უნდა დაიწყოთ. თუ
შეუძლებელია იმის გასაზღვრა, თუ ბლეფარიტის რომელი ტიპია (იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ არ არის შესაბამისი სპეციალისტი. ან დაავადება დასვენების დროს დაგეწყოთ), ნუ შეშფოთდებით, არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც მის ყველა სახეობას უდგება. ქუთუთოების ნაპირებზე წაისვით სულფაცილინის ან პენიცილინის მალამო, ცოტა ხანს დაიცადეთ, სანამ ფანტელები და ქერქები არ დარბილდება. მერე კი სველი ტამპონით გაიწმინდეთ ქუთუთოები. ამის შემდეგ იმკურნალეთ ალბუციდით, ჩაიწვეთეთ ის თვალში ან დაიდეთ მალამოს სახით, ნაპირებზე კი ბრილიანტის მწვანე წაისვით. ოღონდ შეეცადეთ, რომ თვალში არ მოხვდეს).

ძველ დროში რეკომენდაციას უწევდნენ, რომ ბლეფარიტის სამკურნალოდ თვალები დამდგარი მუქი ლუდით მოებანათ და რაც შეიძლება ბევრი თევზი ეჭამათ. დღეს უკვე დადგენილია, რომ ლუდის საფუარი და თევზის ქონი ყველაზე მნიშვნელოვანი „ანტიბლეფარიტული“ ვიტამინების A, D და B-ს მთელი ჯგუფის წყაროა, იყიდეთ აფთიაქში თევზის ქონი კაფსულებში და დალიეთ 2-3 კაფსულა ყოველ დღე მკურნალობის პერიოდში.

ამის პარალელურად გაიკეთეთ B ჯგუფის (1 სმ დღეში კუნთში) შემდეგი სქემის მიხედვით:

ორშაბათი-BI, სამშაბათი-B2, ოთხშაბათი-B, ხუთშაბათი- B12. შემდეგ 3 დღე დაისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. აუცილებელია, რომ წელიწადში ერთხელ 5 ინექცია გაიკეთოთ, თითო ყოველ პრეპარატზე. თუ არ გსურთ ინექციის გაკეთება ან არავინაა, რომ
დაგეხმაროთ, დალიეთ ლუდის საფუარი (დოზირება და მიღების სქემა შეფუთვაზე იქნება მოცემული), ოღონდ მისი ეფექტი უფრო დაბალი იქნება.

ბლეფარიტის მკურნალობას ძალიან ეხმარება ქუთუთოების მასაჟი:

1. აიღეთ ბამბის ტამპონი, დაასველეთ სინტომიცინის ემულსიაში და 2 წუთის განმავლობაში გადაუსვით დახუჭულ ქუთუთოებს, მასაჟი ყოველ 2-3 დღეში გაიკეთეთ.

2. მოძებნეთ ორი წერტილი, წარბებს ზემო, რომელთა შორის მანძილი თქვენი ცერა თითის ტოლია და კიდევ ორი წერტილი საფეთქლებზე წარბების ბოლოებში (ერთი წერტილი მარცხნივ და ერთი წერტილი მარჯვნივ), ჩაღრმავების ადგილას. ამ წერტილებს მასაჟი გაუკეთეთ, მსუბუქი დაწოლით, წარბების ზედა წერტილებს კი პირიქით, ძლიერად უნდა დააწვეთ.
ამ დაავადებასთან ბრძოლა ხანგრძლივია; ბლეფარიტმა შეიძლება თვეების მანძილზე არ
დათმოს პოზიციები, ან წელიწადიც კი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დღე არ ჩააგდოთ მკურნალობა.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Facebook კომენტარები