მოამზადეთ საცხობი სოდის შამპუნი თმის სწრაფად გასაზრდელად. სასწაულია!

ალბათ უკვე ყველამ კარგად ვიცით საცხობი სოდას მრავალი სარგებლობის შესახებ. მისი სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისა და დასუფთავებისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა სოდა არაჩვეულებრივი ინგრედიენტია თმის მოვლისთვის.

საცხობი სოდა ხელს უწყობს თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას და სრულყოფილად გაწმენდას, რაც მას ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს რამდენიმე გამოყენების შემდეგ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად – შედეგით გაოცებული დარჩებით.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რეცეპტი:

შეურიეთ 1: 3 თანაფარდობით საცხობი სოდა და წყალი პატარა ბოთლში. შეგიძლიათ დოზის კორექტირება თმის სიგრძის მიხედვით, მაგალითად, მხრებზე გრძელი თმისთვის შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და 3-ჯერ მეტ წყალში და ა. შ.

წაისვით შამპუნი სველ თმაზე, დაიწყეთ სკალპიდან და დაიტანეთ ბოლოებამდე. გაიჩერეთ 1-3 წუთი,დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ წაისვით ვაშლის ძმარი თმაზე ( შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 თანაფარდობით, თუ სუნი არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი). შემდეგ დახარეთ თავი წინ და დახუჭეთ თვალები, რათა თვალებში ძმარი არ მოხვდეს. წაისვით ძმარი მთელ თმაზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. ბოლოს კი გადაივლეთ თბილი წყალი.

რამდენიმე პროცედურის შემდეგ დაინახავთ ჯანსაღ, ბზინვარე და ძლიერ თმას!

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ


lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

lui.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები