mobliurebi
mobliurebi

ქათქათა კბილები ძვირადღირებული პროცედურების გარეშე

კბილის ნადები – კბილების დაშლის და ყველა დაზიანების გამომწვევი, იმალება კბილებს შორის, ღრძილზედა და ღრძილქვეშა მიდამოებში, რაც ჩვეულებრივი ჯაგრისით ხეხვისთვის მიუდგომელია. ხოლო უყურადღებობის და ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში ნადები ხდება კბილების დაზიანების მიზეზი.

კბილების გაწმენდა საკვების ყოველი მიღების შემდეგ, მაგრამ ვინაიდან უმრავლეს შემთხვევაში ეს შეუძლებელია, შეიძლება წმენდის მინიმალურ ნორმად მივიღოთ კბილების გაღვიძების შემდეგ და ძილის წინ გხეხვა.

ჯაგრისი უნდა იყოს საშუალო სიხისტის, მაგრამ თუ თქვენ ღრძილების სისხლდენა გაწუხებთ, მაშინ ჯობს მსუბუქი ჯაგრისი გამოიყენოთ. კბილის პასტა უმჯობესია იყოს სამკურნალო-პროფილაქტიკური.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც ამ პრობლემებს სრულად და ეფექტურად აგაცილებთ თავიდან.

ქოქოსის ზეთი არის უაღრესად ჯანსაღი ბუნებრივი ზეთი, რომელიც გთავაზობთ ჯანმრთელობის ბევრ სარგებელს, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მისი ძლიერი თვისებები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სტომატოლოგიური პრობლემები და შეინარჩუნოთ ჯანსაღი და თეთრი ღიმილი.

საცხობი სოდა ასევე ძალიან ეფექტურია კბილების გათეთრებისა და ნადების მოსაშორებლად. ის ამცირებს მავნე ბაქტერიებს, რადგან ანეიტრალებს მჟავებს.

ნატურალური პასტის რეცეპტი ხელს უშლის კბილების გაფუჭებას:

ინგრედიენტები:

2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი

2 სუფრის კოვზი საცხობი სოდა

თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი, (მაგ. პიტნის ზეთი) სურვილისამებრ

მომზადების წესი:

თასში შეურიეთ ინგრედიენტები, სანამ არ მიიღებთ გლუვ პასტას. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი.

გამოყენება:

ჩადეთ კბილის ჯაგრისი პასტაში და გაიხეხეთ კბილები ჩვეული წესით დღეში ორჯერ

 

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება