Როგორ მოვამზადოთ ჩაი ისე რომ  მაქსიმალურად  სასარგებლო იყოს? მომზადების  4 ვარიანტი

ზოგადად ჩვეულებრივი ჩაი არის არა მხოლოდ უსაფრთხო სასმელი, კალორიულობისა და ნატრიუმის შემცველობის თვალსაზრისით, არამედ ამავდროულად შეიცავს ისეთ აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ანტიოქსიდანტური პოლიფენოლები.

საერთაშორისო გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩაის მიღება ამცირებს გულის დაავადებების რისკს. ყველაზე გავრცელებული გულის პრობლემა გულის იშემიური დაავადებაა (კორონარების პათოლოგია), რომლის დროსაც ხდება არტერიების მთლიანი ან ნაწილობრივი დაბლოკვა.

ამ დროს გულს სისხლი აღარ მიეწოდება. ქოლესტერინის შემცველი ნადები (ფოლაქები) არტერიებში და ანთება ყველაზე ხშირი მიზეზია ამ დაავადებისა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცხოვრობს უამრავი მიკრო-ორგანიზმი. ზოგიერთი მათგანი ეხმარება მომნელებელ სისტემას, ამიტომ ეს მიკროორგანიზმები სასრგებლოა ჩვენთვის. თუმცა, არიან ისეთებიც რომლებიც გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ უჯრედების კანცეროგენეზი.

ჩაის მიღება და მისი პოლიფენოლები, ამცირებს მავნე ენტერობაქტერიების გავლენას და ზრდის ლაქტობაცილებისა და ბიფიდობაქტერიების ორგანიზმისთვის სასარგებლო აქტივობებს. ჩაის სმის ერთ-ერთი მომგებიანი შედეგი, სწორედ, მავნე ბაქტერიების სასარგებლო ბაქტერიებით ჩანაცვლებაა.

ასევე ძალიან სასარგებლოა  ჩვენი ჯანმრთელობისთვის ამ მცენარეებით დამზადებული ჩაი

1. მიხაკის ჩაი

მიხაკი ეხმარება თავის ტკივილის მოხსნაში. აუმჯუბესებს სუნთქვას. ამ ჩაის დალევა უმჯობესია საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, რადგან ამშვიდებს ნერვებს, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას.

2.ბეგქონდარას( ჩაბრეცი) ჩაი

ჩაბრეცი ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას, ამიტომ რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ხსნის დისკომფორტს და სიმძიმეს კუჭში.

3. Ჯანჯაფილი

აძლიერებს იმუნურ სისტემას.  რეკომენდებულია კოჭას ჩაი  ცივ სეზონზე, როცა ცივდებით, ან  ხანგრძლივი სეირნობისას, ასევე  გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად.

4. დარიჩინის ჩაი

დარიჩინი ახდენს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. თუ ჩაის ტკბილეულთან ერთად სვამთ, დაუმატეთ მას დარიჩინი.

Facebook კომენტარები