“ამ ნაყენის მიღების შემდეგ მომეხსნა თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი, აღარც ფაღარათი მაწუხებს”.. გიზიარებთ წითელი მოცვის საოცარი ნაყენის რეცეპტს!

ჩემს თავზე გამოვცადე წითელი მოცვის სიკეთე და მინდა მისი საოცარი თვისებები სხვებსაც გავაცნოთ. საერთოდ, მიდრეკილება მაქვს მარილების დაგროვებისკენ. მუდმივად მქონდა ქვიშა ნაღვლის ბუშტში, თირკმელებში, ძალიან ხშირად მემართებოდა ფაღარათი. სწორედ ამის ფონზე ახლობელმა მირჩია, მოცვის ფოთლების ნაყენი მესვა!იაფი ავიაბილეთები avia.ge

ნაყენი კი ასე უნდა დამზადდეს: 2 ს/კ მოცვის დანამცეცებული ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ნამოადუღეთ 2-3 წთ, შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ გადაწურეთ და სვით 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ. ამ ნაყენის მიღების შემდეგ მომეხსნა თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ტკივილი, აღარც ფაღარათი მაწუხებს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ყოველ გაზაფხულზე მაინც ვიმეორებ ორ-ორ კურსს. მინდა თქვენც სცადოთ და დარწმუნებული ვარ ჩემსაცით კმაყოფილი დარჩებით!.

ექიმის კომენტარი: წითელი მოცვი მარადმწვანე მცენარეა. მისი ფოთლების მოკრეფა შეგიძლიათ ადრეულ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს. მცენარე ზამთარშიც არ იშორებს ფოთოლს და დაბალი ტემპერატურის დროსაც ინარჩუნებს არა მხოლოდ სინორჩეს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. სწორედ ამ დროს, ვიდრე აყვავილდება, იკრიფება მისი ფოთოლი. წითელი მოცვი ყვავილობას იწყებს მაის-ივნისში, ნაყოფი კი მწიფდება ივლის-აგვისტოში. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ფოთლის ნაყენი, ისე ნახარში. გარდა იმისა, რომ მას გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, არის შარდმდენი, კუჭში შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ოფლმდენი საშუალება.

წითელი მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი მიიღება ასევე შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმელებისა და გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, რევმატიზმის, გაციების, გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები