გამოიყენეთ პომიდვრის ნიღაბი კვირაში 2-ჯერ და გაისწორეთ თვალის ირგვლივ დანაოჭებული კანი! ეფექტურია

დღესდღეობით ალბათ ძალიან ცოტა ქალს აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი თავის მოვლას დაახარჯოს უამრავი დრო. დამღლელი სამსახური, ყოველდღიური კერძების კეთება და საოჯახო საქმეები იმდენ დროს გვართმევს, ერთადერთი, რაც ქალებს გვსურს, დასვენებაა. ამ საქმეების კეთებით წლები გადის და პირველი ნაოჭები ჩნდება ჩვენს სახეზე.
იაფი ავიაბილეთები avia.geთუ ხართ დროში შეზღუდულები და გირჩევნიათ სახლის პირობებში მოიშოროთ წვრილი ნაოჭები, გთავაზობთ ხალხურ საშუალებას, რომლის ეფექტსაც ბოტოქსს ადარებენ. რაც ამ ნიღაბის გამოყენება დავიწყე, სასიამოვნოდ შეიცვალე ჩემი სახის მდგომარეობა. ფორების გამხსნელი პომიდვრის სახის ნიღაბი ჩემი კანის მოვლის 5 საუკეთესო პროდუქტს შორის იკავებს ადგილს. მისი გამოყენება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში სახის ლიფტინგისთვის. ნიღაბს ვისვამ კვირაში ერთხელ ძილის წინ. ერთთვიანი რეგულარული გამოყენების შემდეგ ნასოლაბიალური ხაზები ნაკლებად შესამჩნევი გახდა და თვალის ირგვლივ დანაოჭებული კანი გასწორდა. ამიტომ ვაგრძელებ იგივე რეჟიმში გამოყენებას, შედეგი ძალიან მომწონს!

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რომ ამ ნიღაბის მთავარ ინგრედიენტად პომიდორია არჩეული. მაგრამ ნუ ჩქარობთ დასკვნებს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პომიდორი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტს – ლიკოპენს. ის იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან და არბილებს ნაოჭებს. ხოლო რბილობი შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც ნაზად ხსნიან რქოვანას.

დადასტურებულია, რომ პომიდვრის რეგულარული მოხმარება ზრდის პროკოლაგენის დონეს, რომლის ნაკლებობა იწვევს კანის დაბერებას და ნაოჭებს. პროკოლაგენი ზრდის კანის ელასტიურობას და ანელებს დაბერების პროცესს. და თუ პომიდორს იყენებთ ხელნაკეთი სახის ნიღბებში, ეფექტი საგრძნობლად ძლიერდება!

პომიდვრის ნიღბის გამოყენებისგან მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მას სპეციალური ინგრედიენტები უნდა დაუმატოთ.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ

1 ცალი საშუალო ზომის პომიდორი, 1 ს. კ. კარტოფილის სახამებელი, 0,5 ჩ. კ ზეითუნის ზეთი ან ყურძნის თესლის ზეთი.

ეს რეცეპტი შესაფერისია ნორმალური და მშრალი კანისთვის. ცხიმიანი კანის მქონე ან გამონაყარისკენ მიდრეკილი კანის მქონე ქალებმა, უმჯობესია ზეითუნის ზეთი შეცვალოთ ყურძნის თესლით ან კაკლის ზეთით.

თუ პომიდორზე საკვების მიმართ ალერგიული ხართ, უმჯობესია არ გარისკოთ და თავი შეიკავოთ პომიდვრის ნიღბის გამოყენებისგან.

მომზადება

თავდაპირველად პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი და მოაცილეთ კანი. კანგაცლილი პომიდორი გაჭერით ოთხად, მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ.  2 ს. კ. რბილობი შეურიეთ სახამებელს, დაუმატეთ ზეთი. გააცხელეთ ნარევი წყლის აბაზანაში, მუდმივად ურიეთ. აუცილებელია ნიღაბი ოდნავ შესქელდეს. როდესაც მასა შესქელდება გადმოდგით და დაელოდეთ მის გაგრილებას.

გამოყენება

გაცივებული ნიღაბი წაისვით სახეზე მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით. გაიჩერეთ ნიღაბი სახეზე 25 წუთის განმავლობაში, დროის გასვლის შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ წაისვით თქვენთვის სასურველი დამატენიანებელი კრემი. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ ორი კვირა და გაიმეორეთ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები