ხველის საწინააღმდეგო საშუალება- მწეველებმა გამოიყენეთ

ხველის საწინააღმდეგო საშუალება- მწეველებმა გამოიყენეთ

 

ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქგი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ისეთი გამღიზიანებლისგან, როგორიცაა მაგალითად მტვერი ან კვამლი. ხველა იშვიათადაა რაიმე სერიოზული დაავადების ნიშანი.

ხველა შეიძლება იყოს მშრალი ან სველი.

მშრალი ხველის, დროს ადამიანს ყელში ღუტუნის შეგრძნება აქვს, რაც ხველას იწვევს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ზედა სასუნთქი გზების ანთებაა (შეშუპება). ამ დროს ფლეგმის (სქელი ნახველი) გამოყოფა არ ხდება.

სველი ხველის დროს, წარმოიქმნება ნახველი, რომელიც ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას.

ხველების უმეტესობა სამ კვირაში თავისით ალაგდება და უმეტესწილად, მკურნალობა არ არის საჭირო. თუმცა, მუდმივი ხველის დროს უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომ დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.

შემოგთავაზებთ უმარტივეს საშუალებას, რომელიც გაგათავისუფლებთ მტანჯველი ხველისგან.

ხველის საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტი

საჭირო იგრედიენტები:

  • ჯანჯაფილი ფესვი ¼ ჩ. ჭ.
  • ელეკამპანის ფესვი ¼ ჩ. ჭ.
  • ლიმონის წვენი ¼ ჩ. ჭ.
  • დარიჩინი 1 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. ჭ.
  • გაფილტრული წყალი 250 მლ

მომზადების წესები:

  1. აიღეთ საშუალო ზომის ქვაბი და ჩაასხით წყალი.
  2. დაამატეთ გამხმარი ბალახები და წამოადუღეთ.
  3. ადუღებისთანავე დაუწიეთ და კიდევ ცოტა ხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  4. გადაწურეთ.
  5. დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი.
  6. კარგად აურიეთ.
  7. ნარევი გადაიტანეთ თავდახურულ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენების წესები:

  1. მიიღეთ დღეში სამჯერ 1 ს. კ. საშუალება დასაშვებია ბავშვებისთვისაც.
  2. თუ მშრალი ხველა გაქვთ, მოამზადეთ იგივე სიროფი, უბრალოდ დაამატეთ 1 ს. კ. გამხმარი პიტნა.
Facebook კომენტარები