mobliurebi
mobliurebi

თუ ხშირად გაწუხებთ  ფეხებში სიმძიმე, ღამით კი საშინელი ტკივილი გაღვიძებთ. დაკარგეთ ხალისი და მოძრაობის სურვილი-მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

vau.ge 1 13
დაღლილი ფეხების სინდრომი-  დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში.

მას ხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:

  • ფეხების დაბუჟება;
  • ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება;
  • შეშუპება წვივების და ტერფის მიდამოში.

ამ პრობლემის განვითარებაში მნიშვნელოვანია:

  • მემკვიდრული ფაქტორი (ბრტყელტერფიანობა;
  • უმოძრაობა;
  • ჭარბი წონა;
  • ნიკოტინის მოხმარება ;
  • ალკოჰოლის მოხმარება;
  • ყავის ჭარბი მოხმარება;
  • რკინის დეფიციტი;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
  • დიაბეტი.

სიმძიმის შეგრძნება ქვედა კიდურებში ძალიან გავრცელებული მოვლენაა. მხოლოდ აშშ-ის მოსახლეობა რომ ავიღოთ, მათ  40%-ს ჰქონია განცდა, რომ თითქოს ქვედა კიდურებზე რაიმე წონა აქვს მობმული.

ქვედა კიდურების ვენებში სისხლი ქვემოდან ზემოთ მოძრაობს, რადგან ის გულისაკენ მიემართება. თუმცა ცხადია სისხლზე გრავიტაცია მოქმედებს და მას ქვემოთ ექაჩება.

იმისათვის, რათა სისხლი ქვემოდან ზემოთ წავიდეს და არა პირიქით, ვენებში არსებობს სარქვლები, რომლებიც სისხლს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ქვემოდან ზემოთ ატარებს. სისხლს ქვემოდან ზემოთ კუნთების შეკუმშვა ამოძრავებს.

ფეხებში სიმძიმის დროს თუ  უამრავი მედიკამენტი სცადეთ და ტკივილი დროებით გიყუჩდებათ, შემდეგ იგივე მეორდება. ტკივილგამაყუჩებლებს კი უამრავი უკუჩვენება აქვს.

ჯობია გვერდზე გადადოთ წამლები და მიმართოთ ხალხურ მედიცინას, რომელსაც მართლაც უებარი საშუალებები აქვს ამა თუ იმ ტკივილის შესამსუბუქებლად.

სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც მოგიხსნით ოსტეოქონდროზით, ართრიტით, ართროზით, რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილს.

საჭირო იგრედიენტები:

  • იოდი 10 მლ
  • ქაფურის სპირტი 10 მლ
  • სპირტი ჩვეულებრივი 300 მლ
  • ანალგინი 10 აბი
  • მუქი მინის ბოთლი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ანალგანის აბები კარგად დაფხვენით და ჩაყარეთ ბოთლში, დაასხით იოდი, სპირტი, ქაფურის სპირტი, შეანჯღრიეთ, მჭიდროდ დაახურეთ და სამი კვირით დააყოვნეთ ბნელ ადგილზე.
  2. მომზადებული საშუალება ძილის წინ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე და შეიხვიეთ შალის ქსოვილით.
  3. მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღე, შემდეგ 5 დაისვენეთ. თუ ტკივილმა ისევ შეგაწუხათ კვლავ გაიმეორეთ 10 დღიანი კურსი.
Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება