ამ მალამოს გამოყენებით უმოკლეს დროში მოირჩენთ სახსრების ტკივილის, აღიდგენთ სახსარის ფუნქციას.
სახსარს არცთუ ისე მარტივი აგებულება აქვს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ძვლები, ხრტილები, იოგები, მყესები, სინოვიური გარსი – ყველა სტრუქტურა გამართული უნდა იყოს, რათა სახსარმა იმუშაოს, მაგრამ ეს ნატიფი მექანიზმი ხშირად მწყობრიდან გამოდის და “დასაქოქად” დიდ ძალისხმევას ითხოვს.
რატომ ზიანდება სახსრები?
შესაძლებელია თუ არა დაავადებული სახსრის განკურნება?
სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათისა, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა.
ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ. ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის.
დღეს უნდა გასწავლოთ საკმაოდ ძველი რეცეფტი, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდენენ.
ამ ნატურალური საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ :
40 მლ ქაფურის სპირტი
3-4 ს. კ. მდოგვის ფხვნილი
3 კვერცხის ცილა.
ქაფურის სპირტისა და მდოგვის ფხვნილის შერევით ვღებულობთ ძლიერ ანთების სასწინააღმდეგო საშუალებას.
აიღეთ ჯამი, ჩაასხით ქაფურის სპირტი, დაამატეთ მდოგვის ფხვნილი. კვერცხის ცილა გააცალკევეთ გულისგან და გასაციებლად შედეთ მაცივარში. ცოტა ხნის შემდეგ ცილა დაამატეთ ქაფურის სპირტსა და მდოგვის ფხვნილს და კარგად ათქვიფეთ.
თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ დაამატოთ 1 ს. კ. კურკუმისა და კოჭას ფხვნილი. ეს სანელებლები დადებითად მოქმედებენ სახსრებზე. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში და შედეთ მაცივარში.
გამოიყენეთ მალამო მტკივნეულ ადგილებზე დილა-საღამოს.
თუ არ ხართ რომელიმე იგრედიენტზე ალერგიული, მალამოს მოხმარებას არ მოჰყვება არანაირი გართულება.
ამ მალამოს გამოყენების დროს კარგი იქნება თუ მოამზადებთ სამკურნალო სასმელს, რომელიც გაგიმაგრებთ სახსრებს.
სამკურნალო სასმელის მომზადების წესი:
0,5 ლ წყალს დაამატეთ 1 ს. კ. ვაშლის ძმარი და 1 ს. კ. თაფლი, კარგად აურიეთ. მომზადებული ნაყენი მიიღეთ მშიერ კუჭზე 2 ჩ. კ. ოდენობით. კურსი ჩაიტარეთ ნაყენის დამთავრებამდე.