ყველაზე სწრაფი და წარმატებული მეთოდები იდაყვებისა და ქუსლების დასარბილებლად!
იდაყვები და ქუსლები სხეულის ის ნაწილებია, რომლებიც მუდმივად გაუხეშებულია სჭირდება დარბილება. არსებობს ბევრი მეთოდი, თუმცა არსებობს სახლში დამზადებული ეფქტური რეცეფტი, რომელსაც სულაც არ სჭირდება ბევრი დანახარჯი და დრო. მარტივად შესაძლებელია ამ პრობლემის გადაჭრა.
მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ მუდამ რბილი იდაყვები და ქუსლები გვქონდეს.
- აიღეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. ეფექტურ შედეგს მიიღებთ თუ გაიჩერებთ 10 წუთი. შემდეგ კარგად დაიბანეთ.
- ქუსლებისა და იდაყვების გამომშრალი კანის საწინააღმდეგოდ მოამზადეთ ნარევი. 15 წვეთი ლიმონის წვენს დაამატეთ 1 ჩ. კ. თაფლი და 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ დაიბანეთ.
- პრობლემური კანის დასარბილებლად მოამზადეთ ნატურალური სკრაბი. ლიმონი გაჭერით შუაზე, დააყარეთ შაქარი და 5 წუთის განმავლობაში შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. მაშინვე არ დაიბანოთ, გაიჩერეთ 25 წუთი.
4. აურიეთ 4 ს. კ. თაფლი დ 1 ს. კ. დარიჩინი. მომზადებული მასა შეიზილეთ გაუხეშებულ ქუსლებსა და იდაყვებზე. გაიჩერეთ 25 წუთი. შემდეგ კი კარგად დაიბანეთ.
5. 2 ს. კ. შვრიის ფანტელებისა და ნახევარი ს. კ. მაწვნის ნარევით 10 წუთის განმავლობაში კარგად დაიმუშავეთ დაზიანებული ადგილები და უზრუნველყავით იდაყვებისა და ქუსლების კანის დატენიანება. გაიჩერეთ 30 წუთი.
გაითვალისწინეთ რომ სანამ ლიმონს წაისვამთ, კანი აუცილებლად კარგად დაბანილი უნდა გქონდეთ.