ამ ნიღბების წყალობით გადავურჩი თმის სრულიად დაზიანებას და გამელოტებას
დღეს უნდა გასწავლოთ თმის ფანტასტიური ნიღბები, რომელთა ძირითადი კომპონენტები ზეთებია.
ამ ნიღბების გამოყენების შემდეგ უმჯობესდება თმის ტრუქტურა, თმის კანში სისხლის მიმოქცევა და საბოლოო ჯამში აისახება თმის სიჯანსაღეზე.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირებათ:
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- ნუშის ზეთი 1 ჩ. კ
- ქოქოსის ზეთი 1 ჩ. კ.
- სეზამის ზეთი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
ჩამოთვლილი ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული ნაზავი შეიზილეთ თმის ფესვებიდან ძირებამდე. 1-2 წუთის განმავლობაში თავის კანზე იკეთეთ მასაჟი თითების ბალიშებით. დაიხურეთ ქუდი ან შემოიხვიეთ პირსახოცი. დაიყოვნეთ 15-20 წუთი, შემდეგ კი ნიღაბი ჩამოიბანეთ.
თაფლის ნიღაბი
თმის ნიღბების გამოყენება არის პროცედურების შემდეგი მთავარი ეტაპი. თმა დაგირბილდებათ და აბრეშუმივით იბზინებს.
ავოკადოს შემადგენლობაში შემავალ ჯანსაღ ცხიმებს აქვს დამარბილებელი თვისებები, რომლებიც ადვილად აღწევს თმის ღერებში. აგრეთვე თაფლი ატენიანებს თავის კანს და ხელს უწყობს ბალანსის შენარჩუნებას.
შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალების რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- ავოკადო 1/3
- თაფლი 1 ს. კ.
- მაწონი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. თავი დაიბანეთ და დატენიანებულ თმაზე დაიტანეთ მომზადებული მასა. დაიხურეთ აბაზანის ქუდი. გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი თმა ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
კვერცხისა და ბანანის ნიღაბი
ბანანი გაჯერებულია სხვადასხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუცილებელია თმის მოვლისთვის. მწიფე ბანანი ზრდის თმის ბუნებრივ ელასტიურობას, აძლიერებს თმის ღერებს და გაყოფილი ბოლოების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.
კვერცხი ცილის ბუნებრივი წყაროა. ცილა კი თმის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
საჭირო ინგრედიენტები:
- მწიფე ბანანი 1 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- თაფლი 2 ს. კ.
- რძე 3 ს. კ.
- ზეითუნის ზეთი 2 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
გახეხეთ ბანანი და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი, თაფლი, რძე, ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული საშუალება თანაბრად შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ აბაზანის ქუდი. 30 წუთის შემდეგ ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.
ამ ყველაფრის დაიწყეთ ბალახების ნახარშების მომზადება. რეკომენდებულია გამოიყენოთ ჭინჭრის და სალბის ნახარში. სამკურნალო ნახარშის გადავლების შემდეგ აღარ დაიბანოთ და დაიტოვეთ მომდევნო დაბანამდე.