გასწავლით კალციუმით გაჯერებულ სასმელს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია ჩვენი ორგანიზმისთვის
კალციუმი – პირველი, რასთანაც ეს ელემენტი ასოცირდება, ძვლებია. მართლაც, ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს.
ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის. ამ ელემენტს გაცილებით მეტი ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია.
თუმცა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები ჰყოფნის. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
კალციუმი ყოველდღიურად, მეტიც – ყოველწუთიერად გვჭირდება. სხვაგვარად ვერც სისხლძარღვები შეიკუმშება, ვერც ნერვული იმპულსები გავრცელდება.
რა ვჭამოთ:
კალციუმის მთავარი წყარო რძე და რძის ნაწარმია. საუკეთესოა ყველი, მაწონი, ხაჭო. მცენარეული საკვებიდან კალციუმს შეიცავს კომბოსტო, ბროკოლი და ჩინური კომბოსტო.
კალციუმის შემცველობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ცხიმის შემცველობაზე. რაც უფრო მეტი ცხიმია პროდუქტში, მით ნაკლებია კალციუმი.
წარმოგიდგენთ კალციუმით გაჯერებულ სასმელს:
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხი (შინაური ქათმის) 5 ცალი
- სუფთა წყალი 3 ლ
- ლიმონის წვენი ცოტა
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, კვერცხის ნაჭუჭები კარგად გარეცხეთ, შემედეგ დაფქვით, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაასხით წყალი.
- ნარევი ერთი კვირით შეინახეთ მაცივარში, შემდეგ დაამატეთ ცოტა ლიმონის წვენი და მიიღეთ დღის განმავლობაში 2-3 ჩ. ჭ.
აუცილებლად სცადეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული შესანიშნავი რეცეფტი და გამოცდილება გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.