Როგორ განვთავისუფლდეთ  დღის ძილიანობისგან სამუდამოდ?

vau.ge 2 10

ეს ნაყენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ატონიზირებს, იცავს გაციებისგან და ათბობს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, ათხელებს სისხლს.

ასევე ეფექტურია ათეროსკლეროზისა და ხველის შესამსუბუქებლად. ის ააქტიურებს მეტაბოლიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს ტოქსინების ელიმინაციას მთელი სხეულიდან.

მას აქვს მრავალი სასარგებლო თვისება, მაგრამ მთავარია, რომ კოჭას ნაყენი ხსნის მუდმივ ძილიანობას და უმიზეზო დაავადებებს.

მომზადების წესი და გამოყენება

ნახევარი ლიტრი ამ სასმელისთვის გვჭირდება:

  • კოჭას  ახალი ფესვი (3-4 სმ).
  • ილი – 2 მარცვალი
  • მწიკვი დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლუ
  • ნახევარი ლიმონი

მიიყვანეთ წყალი ადუღებამდე და შემდეგ  დაამატეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა თაფლისა, კიდევ ადუღეთ 3-4 წუთი საშუალო ცეცხლზე და შემდეგ ოდნავ გააცივეთ. თაფლი ბოლოს დაუნატეთ როცა ჭიქაში გადმოასხამთ. დალიეთ დღის პირველ ნაცევარში.

კოჭას სასარგებლო თვისებებს განაპირობებს მასში არსებული ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები. კოჭა შეიცავს: კალციუმს, ალუმინს, ქრომს, რკინას, მაგნიუმს, ნიკოტინის მჟავას, ფოსფორს, კრემნიუმს, კალიუმს, С ვიტამინს, რაც კოჭას სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის შეუცვლელ საშუალებად აქცევს.

კოჭა დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, რადგანაც მისი მუდმივად მოხმარებისას იზრდება მადა, სტიმულირდება საკვების მონელების პროცესი და კუჭის წვენის გამოყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც აღენიშნება კუჭის დაავადებები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები