mobliurebi
mobliurebi

სახლში დამზადებული  ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად

vau.ge 8

ჯანმრთელი სახის კანი სილამაზის აუცილებელი ატრიბუტია. დღესდღეობით უამრავი პროცედურა არსებობს, რათა სახის კანი რაც შეიძლება ჯანსაღი, დატენიანებული და ლამაზი იყოს.

ქიმიური მანიპულაციები საკმაოდ დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო არ არის.

არსებობს რამდენიმე ტიპის სახის კანი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული.

როგორ გავარჩიოთ თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს?

ნორმალური ტიპის კანი არის დაბალანსებული – არც ძალიან ცხიმიანი და არც ძალიან მშრალი.

მშრალი კანი გამოიყურება როგორც შედარებით მჭიდრო და უხეში.

ცხიმიან კანს ახასიათებს პრიალი, ბრწყინვა და ხილული ფორები.

კომბინირებულ კანს ახასიათებს ცხიმიანი T- ზონა (შუბლი, ნიკაპი და ცხვირი).

დამატენიანებლები არის კანის მოვლის ყოველდღიური აუცილებლობის ნაწილი. დამატენიანებლების გამოყენება სახის კანზე დადებითად აისახება და მის გარეშე ნებისმიერი სახის პროდუქტის წასმა სასურველი არ არის.

დღეს გასწავლით რეცეფტს, რომელიც სახის კანს აახალგაზრდავებს, აჯანსაღებს და ამკვრივებს. 

საჭრო ინგრედიენტები:

  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 100 მლ წყალი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ჩაის ჭიქა გლიცერინი
  • 1 გრამი (დანის წვერით) სალიცილის მჟავა

ინსტრუქცია: 

  1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად გადაურიეთ.
  2. მიღებული მასა დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ ყველა კომპონენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება.
  3. გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და კვლავ ურიეთ მუდმივად იქამდე, სანამ მასა ოთხის ტემპერატურამდე არ გაგრილდება.
  4. მზა კრემი მოათავსეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. ის დაახლოებით 1 თვე გეყოფათ.

სანამ დაწვებით 2 საათით ადრე წაისვით კრემი სახეზე საშუალო სისქის ფენად. დაძინებამდე  20 წუთით ადრე სალფეთქით მოიშორეთ კრემის ის ნარჩენები სახიდან, რომელიც კანმა აღარ შეიწოვა და შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

კვირაში რამდენიმე პროცედურა საკმარისია, რომ  უმოკლეს დროში სასიამოვნო ცვლილებები იხილოთ: თქვენი კანის ტონი გათანაბრდება, ნაოჭები ზომაში საგრძნობლად შემცირდება, ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახდება და ვიზუალურად თავს რამდენიე წლით გაიახალგაზრდავებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება