გვირილის ყინულის კუბები აი რისთვის არის შესანიშნავი

vau.ge 2021 07 12T144631.205

ლამაზი და მოვლილი კანის სამი ძირითადი მახასიათებელი არის: 

  • გადტკეცილი კანი
  • პრიალა კანი
  • თანაბარი ტონი

ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატიის გამოყენებით შეძლებთ დაიბრუნოთ მბზინავი და ახალგაზედული კანი.

გვირილის ყინულის კუბიკები სახის კანისთვის: 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • გვირილის ჩაის 5 ბალიში
  • 15 ცალი შავი ქლიავის ჩირი
  • 150 გრამი ნედლი ჯანჯაფილი
  • 1 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი

გვირილის ჩაის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში. თუ მას ბალიშების ფორმით ვერ მიაგნებთ, იყიდეთ გამომშრალი და დაფქული ბალახი. ჩვენი დღევანელი რეცეპტისათვის აიღეთ ის დაახლოებით 3 სუფრის კოვზის ოდენობით.

მარტივი ინსტრუქცია:

  1. ერთ ლიტრ მდუღარე წყალში ჩადეთ გვირილის ჩაის 5 ბალიში ან ჩაყარეთ 3 ს.კ. გამომშრალი ბალახი და დაუმატეთ ძალიან წვრილად დაქუცმაცებული შავი ქლიავის ჩირი და ჯანჯაფილი.
  2. ხარშეთ ეს ნარევი დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმვლობაში და შემდეგ გადმოდგით გაზიდან.
  3. მიეცით 30 წუთი გასაგრილებლად.
  4. გაგრილებულ ნარევში დაამატეთ მუსკატის კაკალი, კარგად მოურიეთ და შემდეგ გადაწურეთ ახალ ჭურჭელში რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის გამოყენებით.
  5. გაანაწილეთ ეს სითხე ყინულის კუბიკების ფორმებში და შედეთ საყინულეში.

გვირილის ნახარშით  შეგიძლიათ დაიორთქლოთ სახე კანის გაწმენდის წინ. გასაწმენდად კი სკრაბების გამოყენებაა რეკომენდრებული. თუ ვერც სკრაბის შეძენა ხერხდება, მაშინ მჭადის ფქვილის გამოყენებც შეიძლება. პროცედურის ბოლოს ცივი წყალი უნდა შეისხათ სახეზე.

არსებობს ცხიმიანი კანისთვის ასეთი რჩევაც:

კარგ ეფექტს იძლევა გვირილის ნაყენის საფენები ცხიმიან კანზე. იღებენ 1 ს.კ. გვირილის ყვავილებს, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 10-15 წთ. წურავენ, ასველებენ რამდენიმე ფენა მარლას და იდებენ სახეზე. ზომიერად თბილ საფენს (10-15 წთ).

უკეთესი იქნება თუ საფენი ხელახლა დასველდება თბილ ნაყენში ყოველ 5 წუთში ერთხელ ზედიზედ 6-ჯერ 2 კვირის განმავლობაში. პროცედურები ტარდება ყოველდღე, შემდეგ კი დღეგამოშვებით. საჭიროა სულ 25 პროცედურა.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები