ნაწლავების წმენდა ამ მეთოდით ყველაზე ეფექტურია
მსხვილი ნაწლავი ისეთივე მნიშვნელოვანი ორგანოა, როგორიც თირკმლები, ღვიძლი და გულია. მსხვილი ნაწლავი შედგება რამდენიმე დანაყოფისგან, რომლებიც მოიცავს დამავალ ნაწლავს, ამავალ ნაწლავს, გადამკვეთ ნაწლავს, სიგმოიდურ ნაწლავს და სწორ ნაწლავს.
მსხვილ ნაწლავში, წვრილისგან განსხვავებით, არ ხდება სისხლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების შეწოვა(წყლის, ელექტროლიტებისა და ზოგიერთი ვიტამინების გარდა. მისი ძირითადი დანიშნულებაა – მყარი ფეკალური მასების ფორმირება საკვების მოუნელებელი ნარჩენებისგან და მათი გარეთ გამოყოფა. ამ პროცესს, საშუალოდ, 15 საათი სჭირდება.
მსხვილი ნაწლავის ჯანმრთელობა საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, სწორედ ამიტომაა საჭირო მისი გაწმენდა. მსხვილი ნაწლავის გაწმენდის უპირატესობა იმაშია, რომ ეს პროცედურა ხელს უშლის ყაბზობას ან ნაწლავების არარეგულარულ მოძრაობას, ამცირებს ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს, ზრდის ენერგიას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას, ზრდის იმუნიტეტს, ხელს უწყობს წონაში კლებას და ა.შ.
გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
- დაგჭირდებათ 8 ჩაის ჭიქა წყალი, 50 გრამი ხეჭრელის გამომშრალი და დაფქული ქერქი და 300 გრამი შავი ქლიავის ჩირი (წიპწების გარეშე).
- ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ საშუალო ზომის ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- როდესაც წყალი წამოდუღდება, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ ნარევის ხარშვა ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაუმატეთ ნარევს 250 გრამი ასკილის სიროფი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით.
- მზა საშუალება დააყოვნეთ მთელი ღამით.
- დილას გადაწურეთ ეს სასმელი მინის ბოთლში და შეინახეთ ის მაცივარში.
ნაწლავები ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და ზოგადი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ, მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად 100 გრამის ოდენობით, საღამოს 9 საათზე. კურსის ხანგრძლივობა – 12 დღე. თუ მიღებული ულუფა მთელი კურსისთვის არ გეყოფათ, მოამზადეთ ახალი სასმელი.
რჩევა:
ზოგჯერ ნაწლავის წმენდისას ნაწავური ფლორა ირღვევა
და დისბაქტერიოზი ვითარდება. წმენდის დღეს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ნახევარი საათის შემდეგ, ერთი კბილი ნიორი ისე ჩაღეჭეთ, რომ არაფერი არ მიაყოლოთ. ამით თავიდან ავიცილებთ დისბაქტერიოზის განვითარებას.