mobliurebi
mobliurebi

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან იგი გავსებთ ენერგიით, აუმჯობესებს კონცენტრაციის დონეს და გეხმარებათ მთელი დღის განმავლობაში კალორიების დაწვაში.

საუზმის გამოტოვებას ორგანიზმის ნორმალური ფუნქციების მუშაობისთვის ხელის შეშლა შეუძლია. ძილის შემდეგ სისხლში შაქრის დონე კლებულობს, რისი აწევისთვისაც სწორი საუზმის მირთმევაა საჭირო.

2 195

ამ საუზმის გამოტოვების შემთხვევაში დღის განმავლობაში ზედმეტად ბევრი საჭმლის ჭამის რისკი საკმაოდ იზრდება.

საჭირო ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შვრია
  • 2 ჭიქა წყალი
  • 2 ს/კ თაფლი
  • ცოტაოდენი მარილი
  • 4 ს/კ ჩიას თესლი
  • 1 ს/კ დარიჩინი

ჩიას თესლები სავსეა Omega-3 და Omega-6 ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და სხვა უამრავი მინერალით, რის გამოც იგი ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისათვის. იგი ებრძვის ასევე დიაბეტს და ართრიტს.

შვრიის ფაფა შეიცავს ქოლესტეროლის დონის დამწევ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ბეტა-გლუკანი. მისი რეგულარულად მიღება ასევე სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისათვის, რადგან შვრია ასევე შეიცავს თუთიას, მაგნიუმს, მანგანუმს, რკინას, თიამინს, სელენს და ფოსფორს.

3 167

მომზადების წესი:

1.  ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ ვანილი და დარიჩინი. სითხის ადუღების შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას და დაამატეთ შვრია.

2. ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით გაზიდან. დატოვეთ თავდახურულ მდგომარეობაში ფაფა კიდევ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოურიეთ.

3. გაგრილებამდე დაუმატეთ ფაფას ჩიას თესლები, მარილი და თაფლი.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება