mobliurebi
mobliurebi

დეკოლტეს არეში  კანისთვის ელასტიურობის და ლამაზი ფერის დასაბრუნებლად ამ მარტივი ნიღაბის გამოყენება მხოლოდ კვირაში ერთხელაც კი საკმარისი იქნება.

საფუარის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 100გ. ნატურალური იოგურტი
  • 1 ს/კ მშრალი ლუდის საფუარი
  • 1 ს/კ ხორბლის ზეთი

აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში გლუვი მასის მისაღებად და შემდეგ წაისვით მიღებული ნაზავი ყელის და დეკოლტეს არეში კანზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანის ზედაპირი ცივი წყლით. ამ პროცედურის შესრულება შეგიძლიათ კვირაში სამჯერ.

kak ubrat morshhiny na shee 2

ბანანის და ვარდის ეთერზეთის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • დამწიფებული ბანანი
  • 1 ს/კ ვარდის ეთერზეთი

დაასხით ზეთი აზელილი ბანანის პიურეს და მოურიეთ კარგად. მიღებული მასა წაისვით კისრის და დეკოლტეს არეში 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ პროცედურის კურსის მიხედვით იგი შეგიძლიათ ჩაიტაროთ კვირაში სამჯერ.

თაფლის და ავოკადოს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 100გ. ავოკადოს გული
  • 1 ს/კ თაფლი

შეურიეთ ავოკადოს გულის პიურე თაფლს და ურიეთ იქამდე, სანამ მასალები ერთმანეთში კარგად არ შეერევა. მიღებული ნაზავი უნდა წაისვათ დეკოლტეს და კისრის არეში და უნდა შეიზილოთ ხელის მსუბუქი მასაჟით დაბლიდან მაღლა მიმართული მოძრაობებით. წასმიდან 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კანი ცივი წყალით.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება