მუცლის არედან ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად სისტემატიური ვარჯიშის რეჟიმს ასევე შესაბამისი დიეტაც უნდა შეუთავსოთ. მეტაბოლიზმის ყველაზე ეფექტური მუშაობისთვის ორგანიზმს ხელი უნდა შეუწყოთ ყოველდღიურად ნუტრიციების ენერგიის წყაროდ გადაქცევაში და ასევე უნდა დაწვათ მიღებულზე უფრო მეტი კალორიები. ამისათვის ქვემოთ მოცემული დიეტური მენიუს ვარიანტებიდან ნებისმიერი გეგმის მიხედვით შეგიძლიათ ააწყოთ მთელი კვირის საჭმლის მენიუები:
საჭმელები, რომლების მირთმევაც რეკომენდირებულია დიეტის პერიოდში:
მწვანე ბოსტნეული (ბროკოლი, ისპანახი, სალათის ფოთოლი და ა.შ.)
ხილი (ვაშლი, ფორთოხალი, მარწყვი, ბანანი და ა.შ.)
ოსპი, ლობიო
კვერცხი
მჭლე ხორცი და თევზი
მარცვლეული, თხილი და ჩირი
უცხიმო რძე ან მცენარეული რძე (მცირე რაოდენობით)
დიეტით გაჯანსაღების პერიოდში რეკომენდირებულია ამ პროდუქტების ჭამისგან თავის შეკავება:
ტკბილეული, ნამცხვრები და ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი
დამუშავებული ხორცი
შემწვარი საჭმელები
გაზიანი სასმელები
ცხიმებით მდიდარი ყველი
მცენარეული ზეთები, როგორიცაა სოიოს ზეთი
რძის პროდუქტები
დაკონსერვებული საკვები
ნახევარფაბრიკატები
დიეტის მიხედვით ყოველდღიური მენიუს დაგეგმვის სხვადასხვანაირი მაგალითები:
საუზმის ვარიანტები:
- ჩაი და ტორტილა კვერცხით და ისპანახით
- შვრიის პური, ერთი ჭიქა მცენარეული რძე, მოხარშული კვერცხი
- შვრიის რძე, ერთი ნაჭერი პური, ერთი თეფში კენკრა
დილის წასახემსებლად:
- ერთი ჭიქა დაჭრილი ხილი (ბანანი, საზამთრო, ვაშლი)
- ნატურალური იოგურტი ერთი მუჭა თხილეულით
ლანჩის ვარიანტები:
- ქათმის მკერდის სალათა ძმრით და კარაქით
- მჭლე ხორცის სალათა, ვაშლი დესერტად
- ბოსტნეულის სუპი ქათმის ნაჭრებით
ვახშამის ვარიანტები
• ბოსტნეულის ან ქათმის სუპი ორი ნაჭერი ტოსტით
- ხილის სალათა დეტოქსიკაციისათვის (საზამთრო, ნესვი, კივი)
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.