mobliurebi
mobliurebi

აი რა ემართება შენს სხეულს, როცა ლიმონიან წყალს კურკუმას დაუმატებ!

ლიმონიანი წყალი უაღრესად ჯანსაღი სასმელია, მაგრამ თუ მას კურკუმას დაუმატებთ, მშვენიერ სამკურნალო საშუალებას მიიღებთ.

ეს სასმელი გაახალგაზრდავებს თქვენს ორგანიზმს და მოგცემთ ენერგიას. თუ ჩვევად გექნებათ ყოველ დილით დალიოთ ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი ცოტაოდენი კურკუმათ, ეს კარგი იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის.

კურკუმა საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა, როგორც ჯანმრთელობის ბუნებრივი გამაძლიერებელი და მისი საოცარი ჯანმრთელობის სარგებელი მეცნიერულად დადასტურებულია.

უფრო მეტიც, ის არ იწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს. კონკრეტული რაოდენობით, კურკუმა ეფექტურია ჯანმრთელობის სულ მცირე 160 პრობლემის სამკურნალოდ.

მას აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები და როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, ის ასევე ეფექტურად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს.

გარდა ამისა, კურკუმა უბრალოდ შესანიშნავი სანელებელია, სპეციფიკური გემოთი და არომატით. ამიტომ, თუ მას ლიმონიან წყალს დაუმატებთ, ამ სასმელს მხოლოდ გააუმჯობესებთ.

თბილი წყალი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ხოლო ლიმონი ასუფთავებს ღვიძლს. ამიტომ, კურკუმას დამატებით მიიღებთ დილის ელექსირს, რომელიც აღადგენს თქვენს ჯანმრთელობას და ასევე გააუმჯობესებს სხეულის ყველა ფუნქციას.

უფრო მეტიც, მხოლოდ ერთი მწიკვი დარიჩინი დააბალანსებს სისხლში შაქრის დონეს, ასევე გააძლიერებს სასმელის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.

გარდა ამისა, ეს სასმელი უზრუნველყოფს დანაყრების განცდას, რომელიც დიდხანს გაგრძელდება, რაც დაგეხმარებათ წონის დაკლებაშიც.

აქ მოცემულია ამ საოცარი სასმელის ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი:

  1. კურკუმას შეუძლია თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის მაღალი დონე.
  2. ეხმარება ორგანიზმს საკვების ცხიმების დაშლაში მოხმარებისთანავე, რაც ზრდის ნაღვლის გადინებას.
  3. ხელს უწყობს წონის დაკლებას და ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
  4. ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ეს სასმელი ხელს უშლის დაბერებასთან დაკავშირებულ ტვინის დეგენერაციულ დარღვევებს, როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერის დაავადება.
  5. მკურნალობს ქრონიკულ ყაბზობას და ზრდის ენერგიის დონეს.
  6. კურკუმა აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და ორგანიზმს საშუალებას აძლევს
  7. გამოდევნოს საკვები და გარემო ტოქსინები.
  8. ხელს უწყობს საჭმლის სწორ მონელებას.
  9. მისი ძლიერი ანტიმიკრობული თვისებები აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ლიმონიანი წყალი კურკუმათი – რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა
  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • ლიმონის წვენი გამოწურული ნახევარი ლიმონისგან
  • 1/8 ჩაის კოვზი თაფლი
  • მწიკვი დარიჩინი, სურვილისამებრ

მომზადების მეთოდი:

წყალი უნდა გააცხელოთ, დაუმატოთ ლიმონის წვენი, თაფლი და კურკუმა და კარგად მოურიოთ. საუკეთესო შედეგისთვის სასმელის დალევისას მუდმივად ურიეთ.

სასმელის დალევა აუცილებელია სანამ ის თბილია. ეს იაფი და ბუნებრივი სასმელი ჯანმრთელობის გასაოცარ სარგებელს მოგცემთ, ამიტომ გირჩევთ მის დალევას ყოველ დილით!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება