mobliurebi
mobliurebi

საკვები სოდა კანისთვის არის სასწაული ელექსირი! ამასტანავე, ის არის ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტური პასუხი თქვენი კანის პრობლემებზე!

აკნე, ჩაკეტილი ფორები, გაფართოებული ფორები, ცხიმიანი კანი და მრავალი სხვა კანის პრობლემა შეიძლება მოგვარდეს ამ იაფი და პოპულარული საშუალების დახმარებით.

საკვები სოდას სარგებელი კანისთვის:

  • ის არის საოცარი ამქერცლავი, რომელსაც შეუძლია ღრმად გაწმინდოს თქვენი კანი ყველა სახის მინარევებისაგან.
  • მას აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომელსაც შეუძლია განკურნოს კანის პრობლემები, როგორიცაა აკნე.
  • მას ასევე შეუძლია მოიცილოს ზედმეტი ცხიმი თქვენი კანის ცხიმის ჭარბი გამომუშავების გამო.
  • მას შეუძლია შეკუმშოს კანის გაფართოებული ფორები, რაც ჩვეულებრივ გამოწვეულია დაბერებით.
  • ეს საშუალება ასევე სასარგებლოა სხეულის სუნის მოსაშორებლად.

ასე რომ, სანამ დერმატოლოგთან წახვალთ, რომლის მომსახურებაც ნამდვილად საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ, სცადეთ „სოდიანი თერაპია“. შედეგებმა შეიძლება გაგაკვიროთ და ასევე დაგაზოგინოთ ფინანსები.

როგორ გამოვიყენოთ საკვები სოდა სუფთა და ლამაზი კანისთვის?

სანამ საკვები სოდით მკურნალობას დაიწყებთ, ჩაატარეთ ტესტი, რომ ნახოთ ალერგიული ხართ თუ არა მასზე.

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა და ერთი ჩაის კოვზი წყალი.
გააკეთეთ სქელი პასტა. წაისვით მკლავზე კანის მცირე ფართობზე. გააჩერეთ 1 წთ.
ჩამოიბანეთ წყლით. შეამოწმეთ სიწითლე, გამონაყარი ან ქავილი ხომ არ გაქვთ. თუ შენიშნეთ მსგავსი სიმპტომები, არ გამოიყენოთ საკვები სოდა.

სოდით თერაპია დაგეხმარებათ კანის მრავალი პრობლემის გადაჭრაში და თქვენი კანის ბზინვარების შენარჩუნებაში ნაოჭების ან ლაქების გარეშე. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე მარტივი საშუალება საცხობი სოდით კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

1. მკვდარი უჯრედების მოშორება/აქერცვლა

აიღეთ 1 ჩ.კ სოდა და 1 ჩ.კ წყალი და გააკეთეთ სქელი პასტა. წაისვით სახეზე და ნაზად შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

2. აკნე

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. გააკეთეთ სქელი პასტა. წაისვით სახეზე და გააჩერეთ 5 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

3. ქავილი

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა და ცოტა წყალი. გააკეთეთ პასტა. შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე და ჩამოიბანეთ წყლით.

4. სხეულის უსიამოვნო სუნი

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი საკვები სოდა და ცოტა წყალი. გააკეთეთ სქელი პასტა. შეიზილეთ იგი მკლავებზე და სხვა პრობლემურ ადგილებში, როგორიცაა ფეხები და ა.შ. ცოტა ხნის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.

ვიმედოვნებთ, რომ სოდით მკურნალობა დაგეხმარებათ დაემშვიდობოთ კანის ყველა პრობლემას და შეინარჩუნოთ ბზინვარება როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება