mobliurebi
mobliurebi

თრომბოზი და ვარიკოზული ვენები იკურნება ხალხური მეთოდებით! წინაპრების სიბრძნე ჯანმრთელობის დაცვის შესახებ!

ვაშლის ძმარი თრომბოზისა და ვარიკოზული ვენებისთვის. მკურნალობის ეფექტური და მარტივი 16 რეცეპტი სხავდასხვა ბუნებრივი საშუალებების დახმარებით...

  • ცხენის წაბლი

50 გრ ცხენის წაბლის დაქუცმაცებულ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ არაყი. შეინახეთ 2 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას, ყოველდღე უნდა შეანჯღრიოთ ეს წამალი. როცა მზად იქნება, მიიღეთ 35 წვეთი 4-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ წაბლის ყვავილის წვენი იმავე მიზნით, მხოლოდ ახლად გამოწურული. უნდა დალიოთ 25 წვეთი 2-ჯერ დღეში.

  • კალანჰოე

kalanhoe

კალანჰოეს ფოთლები მოათავსეთ მუქ ბოთლში, ნახევრამდე ამოავსეთ და შეავსეთ სპირტით. დატოვე ბნელ ადგილას ერთი კვირის განმავლობაში, დროდადრო შეანჯღრიეთ. ნაყენი გადაწურეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას ღამით 3-4 თვის განმავლობაში.

  • აბზინდა, იგივე ავშანი

ერთი მუჭა დაქუცმაცებული ახალი აბზინდა შეურიეთ იოგურტს, გადაიტანეთ მარლაზე და წაისვით იმ ადგილებში, სადაც ვენები ყველაზე გაფართოებულია. დააფარეთ ზემოდან ცელოფანი და გააჩერეთ კომპრესი 30 წუთის განმავლობაში.

  • სვიის ნაყოფი

შეაგროვეთ სვიის ნაყოფი, გამოაშრეთ, 1 ს.კ. სვია 1 ჭიქა მდუღარე წყალთან ერთად ადუღეთ. დააყენეთ 15 წუთი. მიიღეთ 1 ჭიქა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ეფექტის გასაძლიერებლად დაასველეთ ბამბის ქსოვილი ნახარშში და წაისვით ვენებზე. შედეგი აუცილებლად ექნება, მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. განაგრძეთ მკურნალობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

  • კაკალი

ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს კი რეცეპტი დაგეხმარებათ: წვრილ სახეხზე გახეხეთ 200 გრ ნიგოზი, დაასხით 1 ლიტრი არაყი, გააჩერეთ 12 დღე. შემდეგ გადაწურეთ. ნარჩენები აღარ დაგჭირდებათ, მიღებული ნაყენი კი მიიღეთ 25 წვეთი 3-ჯერ დღეში. ნაყენის ეს რაოდენობა საკმარისია ექვსი თვის განმავლობაში.

  • ვაშლის ძმარი

ღამით და ყოველ დილით შეიზილეთ ბუნებრივი ვაშლის ძმარი ვარიკოზული ვენების მიდამოზე. და დღეში ორჯერ დალიეთ 2 ჩაის კოვზი ძმარი 1 ჭიქა წყალში გაზავებული. თუ დაავადება თავიდანვე, დასაწყის ეტაპზე აღმოაჩინეთ, მაშინ ძმარს მართლაც სასწაულმოქმედი ეფექტი აქვს: ვენები წყვეტს შეშუპებას, ქრება დაავადების პირველი ეტაპისთვის დამახასიათებელი კოსმეტიკური დეფექტები. მაგრამ ამას დრო სჭირდება - მინიმუმ 30 დღე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება