mobliurebi
mobliurebi

12 ეფექტური გზა სხვადასხვა სახის ხველისგან თავის დასაღწევად. აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტები!

1. ბოლოკი დავჭრათ პატარა კუბიკებად, მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოაყარეთ შაქარი. გამოაცხვეთ ღუმელში 2 საათის განმავლობაში. მიღებული მასა გაწურეთ, გაფილტრეთ და გდაასხით მინის ჭურჭელში. მიიღეთ 2 ჩ.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ და ღამით ძილის წინ.

შავ ბოლოკს ამოვაჭრათ შიაგული, ჩავასხათ ცოტა თაფლი. რამდენიმე საათის შემდეგ ბოლოკი წვენს გამოყოფს. მიღებული წვენი დალიეთ დღეში 3-ჯერ: მოზრდილებმა - 2 ს.კ. ბავშვებმა 4-14 წლის - 1 ს.კ. ღამით დალიეთ 200 მლ თბილი რძე 1 ს.კ. თაფლით.

2. მოხარშული და გამომცხვარი მსხალი შესანიშნავი საშუალებაა ძლიერი ხველის დროს. 1 ჭიქა დაჭრილ გამხმარ მსხალს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 20 წუთი. დააყოვნეთ შეფუთული, 4 საათის განმავლობაში. დალიეთ 100 მლ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

3. ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიირთვით ჭითელი მოცვის წვენი თაფლით 1 ს.კ. რამდენჯერმე დღის განმავლობაში. ამავდროულად, ჩაის ნაცვლად დალიეთ ფოთლების ან ხმელი კენკრის ნახარში.

4. თუ მშრალი ხველა გაქვთ, ეს ჩაისუნთქეთ - დაჭერით და აურიეთ 1 ს.კ. ევკალიპტის ფოთლები, 1 ს.კ. კალენდულას ყვავილები და 1 ს.კ. ძირტკბილას ფესვი. 1 ს.კ კოლექციას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ შეისუნთქეთ ორთქლი.

5. გამოიყენეთ კომპრესები ხველის სამკურნალოდ. შეურიეთ 1 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. მშრალი მდოგვი, 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. არაყი. გააცხელეთ ნარევი წყლის აბაზანაში და მუდმივად ურიეთ. მიღებული „ცომი“ წაუსვით მარლის სახვევზე და დაუდეთ მკერდზე. ზემოდან დააფარეთ პოლიეთილენი, შემოიხვიეთ თბილი შარფით. გააჩერეთ სანამ კომპრესა არ გაგრილდება.

6. გახეხეთ 2 მწიფე ბანანი, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, ადუღეთ 10 წუთი. გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი. დალიეთ თბილი.

7. შეურიეთ 100 მლ ახალი ბოლოკი ან სტაფილოს წვენი 100 მლ რძე ან თაფლი. დალიეთ 1 ს.კ. 6-ჯერ დღეში.

8. შეურიეთ 1 ს.კ. ძმარი, 1 ს.კ.ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ. კამფორი. ამ ნარევით დაასველეთ შალის ქსოვილი და დაიფინეთ მკერდზე.

9. ფინიკის 10 ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და გადაფილტრეთ. მშრალი ხველის დროს დალიეთ ცხელი. 200 მლ რძეში შეგიძლიათ მოხარშოთ 6-7 ფინიკის ჩირი.

10. ჩაყარეთ 30 გრ ქიშმიში ცივ ადუღებულ წყალში 45 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ საწურში და მიირთვით ქიშმიში ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.

11. ეს ნარევი მოუხსნის ბავშვს ხველას. წვრილად გახეხეთ 1 ვაშლი, 1 თავი ხახვი და 1 დაახლოებით იმავე წონის სტაფილო. დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და კარგად აურიეთ. მიეცით ბავშვებს 1 ჩ.კ. თბილი სახით 4-5-ჯერ დღეში.

12. შეურიეთ 2 ს.კ. გახეხილი ვაშლი, 2 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. გახეხილი ხახვი. მიიღეთ თბილი, 1 ჩ.კ. 4-7 ჯერ დღეში.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება