თაფლიანი წყლის ფასდაუდებელი სარგებელი! ეს ხომ ასეთი მარტივი მოსამზადებელია და ამდენი სარგებელი მოაქვს…! 

თაფლიან წყალს სვამენ დილით უზმოზე, გაღვიძებისთანავე (საუზმამდე 15 წუთით ადრე) და საღამოს ძილის წინ (დაძინებამდე 30 წუთით ადრე). უკეთესი იქნება, თუ დილით ჯერ ერთ ჭიქა უბრალო წყალს დალევთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჭიქა თაფლიან წყალს.

1 ჩაის კოვზი თაფლი საკმარისია ერთი ჭიქა წყლისთვის. თაფლიანი წყალი უნდა დალიოთ მომზადებისთანავე. გირჩევთ მოამზადოთ საღამოს, ამ შემთხვევასი თაფლი თავად გაიხსნება წყალში და აღარ დაგჭირდებათ მორევა და ზედმეტი ძალისხმევა.

თაფლიანი წყლის სარგებელი:

Tafliani wyali 1

  • ახდენს საჭმლის მონელების ნორმალიზებას. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას.
  • ამაღლებს იმუნიტეტს. ქრონიკული რინიტი, ბრონქიტი გადის, ლორწო თხევადდება და ტოვებს ფილტვებს (ბუნებრივი გზით – ნაწლავებით).
  • აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიჰელმინთური ეფექტი. პათოგენურ მიკროფლორას უყვარს შაქარი, მაგრამ არ უყვარს თაფლი. პარაზიტები იკვებებიან რთული შაქრებით (საქაროზა) და თუ პარაზიტი ჩაეფლო თაფლის 30%-იან ხსნარში, ის არსებობას წყვეტს.
  • ხელს უწყობს ნაწლავების ბლოკირების მონელებას, ხსნის კენჭებს.
  • ახდენს მსხვილი ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებას.
  • ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და წონის ნორმალიზებას.
  • ეხმარება ბავშვობის ენურეზის გამკლავებაში. თაფლი ჰიგიროსკოპიულია – ის აგროვებს წყალს, ამიტომ თირკმელები და შარდის ბუშტი განიტვირთება და ღამით ისვენებს.
  • სახე თაფლიანი წყლით მოიწმინდე. ის კვებავს კანს, ხდის მას რბილს, ხავერდოვანს და ნაზს.

როდესაც დილით უზმოზე ვსვამთ ჭიქა თაფლიან წყალს, ვაძლიერებთ და ვაწყობთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს სტაბილური მუშაობისთვის.

ლანჩზე ჭიქა თაფლიანი წყლის დალევა გვეხმარება ვინარჩუნოთ ძალა და ენერგია სამუშაო დღის ბოლომდე.

საღამოს, თაფლიანი წყალი ხელს უწყობს მოდუნებას, ხსნის დაძაბულობას და ხელს უწყობს ჯანსაღ, მშვიდ ძილს. თაფლიანი წყალი, როგორც უკვე ვთქვით, არის სტრუქტურირებული წყალი, არ ამძიმებს თირკმელებს, ამიტომ შეშუპება გამორიცხულია.

Facebook კომენტარები