ჩვენ ვმკურნალობთ პანკრეატიტს სახლში, მარტივად და ეფექტურად!
- პანკრეასის მკურნალობა ხალხური საშუალებებით შეგიძლიათ, მაგალითად, ცნობილი კამით ან მისი თესლით. 1 ჩაის კოვზ დაჭრილ ნედლეულს (კამას ან მის თესლს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი და გადაწურეთ მარლის დახმარებით. გაყავით და დალიეთ ოთხ დოზად.
- მწარე აბზინდას ბალახს იყენებენ საინფუზიო ან ალკოჰოლური ნაყენის სახით. 1 ს.კ მწვანილს ასხამენ 1 ჭიქა ცხელ წყალს, მიიყვანენ ადუღებამდე, ადუღებენ 45 წუთის განმავლობაში და სემდეგ ფილტრავენ მარლას დახმარებით. მიიღეთ ნახარში 1-3 ს.კ. ჭამამდე 15 წუთით ადრე. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. კუჭქვეშა ჯირკვლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მცენარისგან დამზადებული პრეპარატების დანიშვნისას ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა მცირდება ან მთლიანად ქრება, უმჯობესდება მადა, ნორმალიზდება განავალი.
- შვრია დაასველეთ და დადგით თბილ ადგილას. მეორე დღეს, როცა შვრიის მარცვლები გაღივდება, გარეცხეთ, გააშრეთ და დფაქვით ყავის საფქვავში, მიღებული შვრიის ფაფა გახსენით ცივ წყალში, დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ 1-2 წუთი. ამის შემდეგ ჟელე გადმოდგით ცეცხლიდან და 20 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. შვრიის ჟელე ყოველთვის ახალი უნდა იყოს, ამიტომ გამოყენებამდე უნდა მომზადდეს.
- აიღეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი და 1-2 სტაფილო. კარგად გარეცხეთ. კარტოფიზე და სტაფილოზე მხოლოდ დაზიანებული ადგილები ამოიღეთ, თავად კანი არ უნდა მოაშოროთ. შემდეგ წვენსაწურში გაატარეთ, უნდა მიიღოთ 200 გრამი წვენი. წვენს სვამენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 7 დღეა, ერთი კვირის შესვენების შემდეგ. აუცილებელია მკურნალობის 3 კურსის ჩატარება.