რა უნდა გააკექოთ პირველ რიგში, აუცილებლად, თუ გაწუხებთ არითმია?!
არითმიის ნიშნები - გულის უკმარისობა და მკვეთრი, ქაოტური გულისცემა. ბევრი სახის არითმია არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ნერვული სისტემის მდგომარეობას.
- გულის ყველა სახის დაავადების დროს სასარგებლოა ყვავილის თაფლი, განსაკუთრებით წიწიბურას თაფლი - უნდა მიირთვათ 1 ჩაის კოვზი ან 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
- ხაჭო და შვრიის ან ფეტვის ფაფა ყოველდღიურად უნდა იყოს კვების რაციონში, ასევე ქიშმიში, გარგრის ჩირი, ნიგოზი, ყველი, ნიორი, მუსკატის კაკალი.
- სასარგებლოა ლიმონის ბალზამის, მარწყვის ფოთლებისა და ფესვების, მოცვის ყლორტებისა და ფოთლების, ფარმაცევტული გვირილის ყვავილის მოხარშვა და მირთმევა ჩაის სახით. როგორც სანელებელი, უფრო ხშირად გამოიყენეთ ძირა, კამა და კამის თესლი.
- დისკომფორტის მოხსნაში დაგეხმარებათ ვალერიანიანის აბაზანა. 1 ჭიქა ფესვს ადუღებენ 1 ლიტრ წყალთან ერთად და ამატებენ თბილ აბაზანაში.
- სასარგებლოა ბოლოკის, თალგამის, ხურტკმელის, კოწახურის და ძახველის ჭამა.
გაზრდილი დაღლილობისა და ნევრასთენიის დროს, ოქროს ფესვის - rhodiola rosea-ს ნაყენი ხელს უწყობს უსიამოვნო შეგრძნებების გაქრობას გულის არეში: 10-20 წვეთი დღეში, როგორც ზოგადი მატონიზირებელი საშუალება.
ხშირი ნერვიულობა, კამათი, უარყოფითი ემოციები იწვევს სტენოკარდიას, ინფარქტის, ჰიპერტენზიას. ცუდი ფიქრებისგან და შფოთვისგან ყურადღების გადასატანად: გააკეთეთ სავარჯიშოები, გააკეთეთ საყვარელი საშიანო საქმეები, მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი და ეცადეთ შეიქმნათ კარგი განწყობა.
გისურვებთ ჯანმრთელოაბს!