როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს გაციების პირველი ნიშნებისთანავე?
- გაციების პირველივე ნიშნისთანავე გაჭერით ახალი დიდი ხახვი და შეისუნთქეთ მისი ორთქლი, გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-4-ჯერ.
- დააქუცმაცეთ 100 გრ ნიორი, დაასხით 1 ჭიქა არაყი და კარგად შეანჯღრიეთ. დაიდეთ 1 ნაჭერი ენაზე, გაიჩერეთ პირში და შემდეგ გადაყლაპეთ. გაიმეორეთ ეს რამდენჯერმე 3-4 დღის განმავლობაში.
- ლიმონი გახეხეთ კანით და დაასხით მცენარეული ზეთი. შეიზილეთ ნესტოები დღეში რამდენჯერმე.
- აიღეთ 1,5 ლ ადუღებული წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ. უხეში მარილი, 1 ლიმონის წვენი და 1 გრ ასკორბინის მჟავა. კარგად აურიეთ და დალიეთ 1,5 საათის განმავლობაში.
- 1 ლიმონი მოათავსეთ ცხელ წყალში 1 წუთით, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ცედრასთან ერთად. შეურიეთ 100 გრ კარაქი და 1-2 ს.კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს.კ. ყოველ 2-3 საათში. შეინახეთ და გამოიყენეთ როგორც ჩვეულებრივი ზეთი.
- მაღალ ტემპერატურაზე აურიეთ ერთგვაროვან მასის მიღებამდე 2 გახეხილი ახალი კარტოფილი და 1 ს.კ. ვაშლის ძმარი. წაისვით მიღებული მასა რამდენიმე ფენად დაკეცილ ქსოვილზე ან მარლაზე და დაიდეთ შუბლზე. 2 საათის შემდეგ შეცვალეთ ახალი საფენით.
- აიღეთ 4 ს.კ. მშრალი ჟოლო, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი. დალიეთ ღამით 2 ჭიქა ჟოლოს ნაყენი (10 კენკრა თითო ჭიქა მდუღარე წყალში) სასარგებლოა ყელის ტკივილის დროს.
- გაციებისა და ვირუსებისგან თავის დასაცავად საჭიროა კბილების გახეხვა ყოველდღიურად ნივრით.
- გაციების პირველივე ნიშნის დროს გაათბეთ 100 მლ კაჰორი, დაუმატეთ 1/4 ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მოურიეთ და დალიეთ თბილად ძილის წინ.